GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წვრილფეხა და მსხვილფეხა პირუტყვზე ჯარიმა წესდება
19:16 04.05.2012
დღის სიახლეები

ქალაქ თბილისის საკრებულოს №4-17 გადაწყვეტილებით, თბილისის ტერიტორიაზე მსხვილფეხა ან/და წვრილფეხა პირუტყვის ყოფნის წესები დამტკიცდა, რომელიც ძალაში 2012 წლის 1 ივნისიდან შევა.

1 ივნისიდან, თბილისის ტერიტორიაზე წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის მიერ წესების დარღვევა, თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის მოქმედების სფეროს განეკუთვნება.

საკრებულოს გადაწყვეტილებაში განისაზღვრა ზონები, სადაც წვრილფეხა ან/და მსხვილფეხა პირუტყვის ყოფნა დასჯადია.

აღნიშნული წესის დარღვევისთვის პასუხისმგებლობა განისაზღვრება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 148 -ე მუხლის შესაბამისად.

სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი, მესაკუთრეს დაუბრუნდება მხოლოდ საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად დაკისრებული ჯარიმის, მისი სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯების გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის შემდეგ.

სპეციალურ ადგილზე გადაყვანის და მოვლა-პატრონობის ხარჯები განისაზღვრება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურის გზით გამარჯვებული პრეტენდენტის მიერ შემოთავაზებული ფასების შესაბამისად.

თბილისის მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახური უფლებამოსილია ამ წესის დარღვევის ფაქტი დააფიქსიროს ფოტო და სანავიგაციო მოწყობილობების მეშვეობით.

რაც შეეხება პირუტყვის დაბრუნების წესს, იგი ასე ჩამოყალიბდა: სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი მესაკუთრეს დაუბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ პირი წარმოადგენს ხელწერილს, რომ სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვი წარმოადგენს მის საკუთრებას და აღნიშული დადასტურებული იქნება ნოტარიული წესით დამოწმებული 3 მოქალაქის ხელმოწერით.

პირუტყვის დაბრუნების შესახებ დგება მიღება-ჩაბარების აქტი, რომელსაც ხელს აწერს ქ. თბილისი მერიის ზედამხედველობის საქალაქო სამსახურის უფლებამოსილი პირი, პირუტყვის მესაკუთრე და ამ მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნულ ხელწერილზე ხელმომწერი პირები. მიღება-ჩაბარების აქტს თან უნდა დაერთოს პირუტყვის ფოტოსურათი.

ამ მუხლით გათვალისწინებული დოკუმენტების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება მის წარმომდგენს.

შესაძლებელია განხორციელდეს სპეციალურ ადგილზე გადაყვანილი პირუტყვის რეალიზაციაც.  იმ შემთხვევაში , თუ პირუტყვის მესაკუთრე 20 დღის ვადაში არ გადაიხდის დაკისრებულ ჯარიმას და პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯებს, პირუტყვის რეალიზება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

დაჯარიმების თაობაზე გამოცემული აქტის გასაჩივრება არ ათავისუფლებს პირს 20 დღის ვადაში პირუტყვის მოვლა-პატრონობის ხარჯების ანაზღაურებისგან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს1
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება2
ურეკში მატარებელი მამაკაცს დაეჯახა3
უზენაეს სასამართლოში ფიცის დადების ცერემონია გაიმართა4
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X