GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ძალადობის თემაზე ესეების კონკურსი დასრულდა
12:42 05.05.2012
დღის სიახლეები

იუსტიციის სამინისტროსა და მთავარი პროკურატურის მიერ გამოცხადებული ესეების კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ. კონკურსის ბოლო ეტაპზე  წარმოდგენილი 600 ნაშრომიდან შერჩეული 11 საუკეთესო. ესეს ავტორები დღეიდან იუსტიციის სასწავლო ცენტრში  ტრენინგებს გადიან.

სწავლების თემა - ეფექტური პრეზენტაციისათვის საჭირო უნარ-ჩვევების გამომუშავებაა. დღეავნდელი თეორიული ნაწილის შემდეგ, ხვალ სემინარის მონაწილეები ოთხი საათის მანძილზე,  კონკრეტული თემის პრეზენტაციის მომზადებაზე ინდივიდაულურად იმუშავებენ.

საკონკურსო თემების პრეზენტაცია 12 მაისს, იუსტიციის სამინისტროში გაიმართება. მასში მონაწილე ყველა კონკურსანტი  სიგელებით დაჯილდოვდება, ხოლო გამარჯვებულები -  პირველი, მეორე და მესამე ადგილების მფლობელები ფასიან საჩუქრებს მიიღებენ.

თხზულებების კონკურსი, იუსტიციის სამინისტრომ მთავარ პროკურატურასთან ერთად, ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგელბში, 26 მარტს გამოაცხადა.  მასში მონაწილეობის მიღება სტუდენტებს და საჯარო სკოლების დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებს შეეძლოთ. სამი შეთავაზებული თემიდან "რატომ ჩადის ადამიანი დანაშაულს," "მე რომ ნაფიცი მსაჯული ვიყო" და "როგორ ვებრძოლოთ არასრულწლოვანთა დანაშაულს," მონაწილეს ერთ-ერთი უნდა აერჩია და მასზე თხზულება მოემზადებინა. საჯარო სკოლებში, რესურს-ცენტრების დახმარებით, გამოვლინდა თითო გამარჯვებული ესე, რომელიც იუსტიციის სამინიტროში გადაიგზავნა. 600 შემოსული ნაშრომიდან კი თერთმეტი საუკეთესო სპეციალურმა კომისიამ შეარჩია.

საგანმანათლებლო აქტივობებს იუსტიციის სამინისტო, მთავარ პროკურატურასთან ერთად, მომავალშიც გეგმავს.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სუდანში არეულობის შედეგად 4 დემონსტრანტი დაიღუპა1
გაჩეჩილაძე: ჰოლდინგის შემადგენლობაში სამი ტელევიზია - "იმედი", "GDS" და "მაესტრო" შევა2
ქსნის დაწესებულებაში ვითარება კვლავ დაძაბულია3
სოზარ სუბარი: ახალი ხელისუფლება არავის პოლიტიკურ დევნას არ აპირებს4
შტურმისას მოკლულ ბოევიკს სახლში ცოლი ჰყავდა დატყვევებული5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X