GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში ორი ახალი სოციალური საცხოვრებელი აშენდება
15:36 07.05.2012
დღის სიახლეები

თბილისის მერიისა და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში,  უახლოეს მომავალში თბილისში კიდევ ორი ახალი  სოციალური საცხოვრისი აშენდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს, სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ თბილისის მერმა გიგი უგულავამ და შვეიცარიის ელჩმა გიუნტერ ბეხლერმა ხელშეკრულებას მოაწერეს ხელი. ახალი სოციალური საცხოვრისი დიდ დიღომში აშენდება და ის ორ  სამსართულიან კორპუსს მოიცავს. მშენებლობა 2013 წლის თებერვალში დასრულდება და უახლოეს მომავალში კომფორტული ბინებით 24 სოციალურად დაუცველი ოჯახი დაკმაყოფილდება.

სოციალურად დაუცველი მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესების მიზნით, თბილისის მერია და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტო “სოციალური სახლების“ პროგრამას 2007 წლიდან ახორციელებენ.

ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში, ვარკეთილში კოტეჯის ტიპის 6 სახლი აშენდა, რომელშიც 52 სოციალურად დაუცველი ოჯახი კომფორტული ბინებით დაკმაყოფილდა. სოციალურ ბინებში შესახლების მოთხოვნით, მოქალაქეები თბილისის მერიას მიმართავენ, შემდეგ მათ განაცხადს სპეციალური კომისია განიხილავს, რომელიც სოციალური მუშაკებისგან,  თბილისის მერიისა და საერთაშორისო არასამთავრობო, დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან არის დაკომპლექტებული.

კომისია ინდივიდუალურად ამოწმებს სოციალურად დაუცველი ოჯახების მიერ წარმოდგენილი მონაცემების სისწორეს და იმ ბენეფიციარებს ავლენს, რომლებიც უკიდურესად გაჭირვებულები არიან და ყველა აუცილებელ კრიტერიუმს აკმაყოფილებენ. ბენეფიციარების გამოვლენის პროცესი სრულიად გამჭირვალეა, რაც კომისიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების ობიექტურობას უზრუნველჰყოფს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სამართლდამცავებმა საიდუმლო გვირაბი აღმოაჩინეს1
გარდაცვლილი ცოლ-ქმარი მაშველებმა წყლიდან ამოიყვანეს2
პრემიერის განცხადების საფუძველზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოკლვლევა დაიწყო3
აღსრულების ეროვნული ბიურო ივანიშვილისათვის თანხის დაბრუნების შესახებ განცხადებას ავრცელებს4
ავლაბრის მეტროსთან ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X