GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თბილისში სასტუმრო "მილენიუმი" აშენდება
16:36 07.05.2012
დღის სიახლეები

თბილისში, ორ წელში, რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობაში,სასტუმრო "მილენიუმი" აშენდება.

ამასთან დაკავშირებით დღეს, "დაბი გრუპი”-ს აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, საქართველოში შეიხის წარმომადგენელმა  სემ ედუარდმა და სასტუმროთა ქსელ "მილენიუმი”-ს ვიცე-პრეზიდენტმა მანფრედ სიმონსმა, ხელი მოაწერეს ხელშეკრულებას, რომლის თანახმად ყოფილი იმელის შენობის რეკონსტრუქციის შემდეგ, კომპანია „მილენიუმი“ სასტუმროს ოპერატორი გახდება.

ცნობილია, რომ  შენობა სრულად შეინარჩუნებს ისტორიულ იერსახეს და იქნება ერთ–ერთი მაღალი დონის სასტუმრო, რომელიც თბილისის სტუმრებს მოემსახურება. ინვესტორი სასტუმროს მშენებლობაზე 40 მილიონი დოლარის ინვესტიციას განახორციელებს, სადაც 100-ობით სამუშაო ადგილი შეიქმნება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით, არაბეთის გაერთიანებული საემიროების დელეგაცია აბუ დაბის შეიხ ნაიან მაბარაკ ალ ნაიანის მეთაურობით იმყოფება.

ნაიან მაბარაკ ალ ნაიანი არის არაბეთის გაერთიანებული საემიროების უმაღლესი განათლების მინისტრი, საემიროების Union National Bank- ის თავმჯდომარე, უნივერსიტეტის რექტორი, შპს "დაბი კონტრაქტინგი”-ს და "დაბი გრუპი”-ს თავმჯდომარე. აღნიშნული კომპანიის საკუთრებაა რუსთაველის გამზირზე მდებარე ყოფილი იმელის შენობა.

 

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცესკოში „ქრისტიან-დემოკრატებისა“ და „თავისუფალი საქართველოს“ პარტიული სიები შევიდა1
გიორგი ფოჩხუას მკვლელობაში სავარაუდოდ 19 წლის ვინმე ცობეხიაა ეჭვმიტანილი2
ბობოხიძე: ერთიანობის გადარჩენა ერთი კაცის ხელშია, ეს არის სააკაშვილი3
საქართველოს დღეს აშშ-ის საგანგებო ელჩი ეწვევა4
გიგი წერეთელი: პარლამენტის სხდომის თეატრში ჩატარებაზე არ გვიმსჯელია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X