GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოცდებზე დარეგისტრირების პროცესი დასრულდა
13:36 27.03.2012
დღის სიახლეები

მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ, საატესტატო და სამაგისტრო გამოცდებზე, online რეგისტრაციის პროცესი დასრულდა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე 41 000 მსურველი დარეგისტრირდა, ორჯერ მეტი, ვიდრე გასულ წელს. ერთიან ეროვნულ გამოცდებზე 37 000 აბიტურიენტის განაცხადი შევიდა, საატესტატო გამოცდებს 42 590 მეთორმეტეკლასელი ჩააბარებს, საერთო სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია  კი, 7564  მსურველმა გაიარა.

„2012 წელს პირველად, მასწავლებელთა სასერტიფიკატო, ერთიან ეროვნულ და სამაგისტრო გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს. online რეგისტრაციამ ხარვეზების გარეშე ჩაიარა. განსაკუთრებით კომფორტული იგი აბიტურიენტებისთვის იყო, რადგან მათ არ უწევდათ ცოცხალ რიგში დგომა და რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე რამდენჯერმე შეეძლოთ არჩევანის შეცვლა.

ერთიან ეროვნულ გამოცდებზე, 2012 წელს, სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და  შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებმა თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტი აირჩიეს; მეოთხე საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი საგნები  აირჩიეს; სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე მინიმალური კომპეტენციის ზღვარი გაიზარდა“,- აცხადებენ სამინისტროში.

გასული წლის მსგავსად, წელსაც, საატესტატო გამოცდები კომპიუტერის მეშვეობით, ე.წ. "CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით,  რვა საგანში ჩატარდება.  კომპეტენციის ზღვარი თითოეულ საგანში  5,5 იქნება. გამოცდები საგნების მიხედვით, საქართველოს ყველა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში  ერთსა და იმავე დღეს  ჩატარდება.

სიახლეა მასწავლებელთა სასერტიფიკატო გამოცდებზე, წელს დარეგისტრირების შესაძლებლობა უკლებლივ ყველა საგნის პედაგოგს ჰქონდა. მათ შორის, უკვე სერტიფიცირებულ პედაგოგსაც, რომელსაც სურვილი აქვს კომპიუტერისა და ინგლისურის ინტეგრირებული გამოცდა ჩააბაროს. ასევე, წელს, პირველად, გამოცდებზე გასვლის შესაძლებლობა საბუნებისმეტყველო საგნების სერტიფიცირებულ პედაგოგებსაც ეძლევათ. ისინი გამოცდას ფიზიკის, ქიმიისა და ბიოლოგიის ექსპერიმენტულ ნაწილში ჩააბარებენ და გაზრდილ ხელფასს მიიღებენ.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კახა კალაძე: ენგურჰესი გაყიდული არ არის და ის საქართველოს საკუთრებაშია1
საპატრულო პოლიციის დეპარტამენტს სათავეში დავით ცინარიძე ჩაუდგება2
კუბაში ტროპიკულ შტორმს - "სენდის" ელოდებიან3
თორნიკე გორდაძე: ჩვენი მიზანია ასოცირების შესახებ მოლაპარაკებები მომავალ წელს დასრულდეს4
ახლადარჩეული პარლამენტის პირველ სხდომას საქართველოს პრეზიდენტი გახსნის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X