GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
წყნეთში მცხოვრებ დევნილებს კომუნალურ გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ
15:00 10.05.2012
დღის სიახლეები

წყნეთში მცხოვრებ დევნილებს ელექტროენერგიისა და დასუფთავების გადასახადს გამრიცხველიანების გარეშე ახდევინებენ.

როგორც ჟურნალისტებს აფხაზეთიდან დევნილმა, ირმა ლეჟავამ განუცხადა, წყნეთში მცხოვრებ დევნილებს პირდებოდნენ, რომ გამრიცხველიანებამდე ელექტროენერგიის შეღავათები შეუნარჩუნდებოდათ, თუმცა მიუხედავად შეპირებისა, გამრიცხველიანების პროცესი დღემდე არ არის დაწყებული.

მისი თქმით, პირველი იანვრიდან დღემდე, დევნილებს, საერთო მრიცხველებზე ძალიან მაღალი დავალიანებები დაუგროვდათ და ამას დასუფთავების გადასახადიც ემატება.

„არსად, სადაც გამრიცხველიანება არ არის, ელექტროენერგიის გადასახადზე დასუფთავების გადასახადი არ არის მიბმული. ვიცოდით, რომ ბინების დაკანონების შემდეგ, ელექტროენერგიის შეღავათები მოგვეხსნებოდა, თუმცა ამასობაში გამრიცხველიანება უნდა მომხდარიყო და გვეცოდინებოდა რას ვიხდით და ვის ვუხდით. ახლა კი დევნილების ნაწილმა ზეპირსიტყვიერი გაფრთხილება მიიღო, რომ თანხები გადაინაწილონ, ძველი – ე.წ. საბჭოთა მრიცხველებით, რომელთა უმეტესობა მწყობრიდან არის გამოსული. ზოგს კი  რვეულის ფურცელზე დაწერილი ე.წ. ქვითრები დაურიგდათ, სადაც ელექტროენერგიაზე ნაგვის გადასახადიც დამატებულია და იქვე ანგარიშის ნომერია მითითებული. რაც სულაც არ ჰგავს განვითარებული სახელმწიფოს მიდგომას გადამხდელების  მიმართ.  სად არის იურიდიული დადასტურება იმისა, რომ კონკრეტულმა პიროვნებებმა ეს თანხები მართლაც უნდა გადავიხადოთ, ან რატომ უნდა დავიჯეროთ, რომ მითითებული ანგარიშის ნომერი რომელიმე პიროვნებას ან პარტიას არ ეკუთვნის? ან სად ხდება, რომ გამრიცხველიანების გარეშე დასუფთავების გადასახადს ვინმე იხდიდეს? თუ ამ სახით, დაკანონებული ფართების საფასურს გვახდევინებენ? ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით გვაფრთხილებენ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება შეგვიწყდება, თითქოს არ იციან, რომ დევნილების უმეტესობა პურსაც კი ნისიად ყიდულობს, რომ მშიერი არ დაიხოცონ. ასეთ პირობებში, უკანონოდ, 300 - 400 ლარის დაკისრება ოჯახებისთვის, არა მხოლოდ კანონის დარღვევაა, არამედ დევნილების გაწირვას ნიშნავს“, – განაცხადა მან.  

ლეჟავასა შეფასებით, დევნილები ვარაუდობენ, რომ გაუგებრობის მიზეზი შესაძლოა იყოს, მათი საცხოვრებელი კორპუსების გამრიცხველიანებულთა სიაში მოხვედრა, რის გამოც 1–ელი იანვრიდან  ელექტროენერგიის 100 კვ-იანი შეღავათი შეუწყდათ და მის ნაცვლად, ყოველთვიურ შემწეობაზე  6 ლარი დაემატათ.

წყნეთში მცხოვრები დევნილები ითხოვენ, რომ აღნიშნულ საკითხში ხელისუფლება დროულად ჩაერთოს და  უკანონობა აღიკვეთოს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლალი მოროშკინა სოზარ სუბარის მრჩეველი გახდა1
ფილიპ დიმიტროვი: საქართველოში მასმედიის მდგომარეობა სრულყოფილებისგან შორს არის2
პრეზიდენტის საარჩევნო ბიულეტენი საარჩევნო ურნაში მისმა უმცროსმა ვაჟმა ჩააგდო3
მოსკოვის სიახლოვეს რადიაციული ფონის მატება დაფიქსირდა4
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X