GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
იუსტიციის სამინისტროში ანტიკორუფციული საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა
17:48 27.03.2012
დღის სიახლეები

საჯარო მომსახურებისა და საჯარო რესურსების მართვის გაუმჯობესების, ქვეყნის მმართველობაში საზოგადოების ჩართვის, აგრეთვე - უსაფრთხო გარემოს შექმნის უზრუნველსაყოფად დაგეგმილი აქტივობები - 2012-2013 წლების  სამოქმედო გეგმის პუნქტები და მისი რეალიზაციის გზები, ანტოკორუფციული საბჭოს სხდომაზე დეტალურად განიხილეს.

ანტიკორუფციული საბჭოს სხდომა 2012  წლის 27 მარტს, იუსტიციის სამინისტროში  გაიმართა. ღონისძიებას ესწრებოდნენ საკოორდინაციო საბჭოს წევრები - საქართველოს აღმასრულებელი, სასამართლო და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლები, აგრეთვე არასამთავრობო ორგანიზაციების - „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს", ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, ფონდის "ღია საზოგადოება - საქართველოს" და აშშ-ის იურისტთა ასოციაციის წევრები.

საბჭოს წევრებმა იმ ნაბიჯების შესახებ იმსჯელეს, რომელიც სამოქმედო გეგმის რეალიზაციისათვის უკვე გადაიდგა.  კერძოდ,  საჯარო მომსახურების გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ნოვაციად იქნა მიჩნეული იუსტიციის სახლებისა და სოფლის განვითარების ცენტრების ამოქმედება. აღინიშნა, რომ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა, საჯარო სამსახურის  ეთიკის  წესები, ინფორმაციის ხელმისაწვდომობა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების რეფორმა ქვეყნის მმართველობაში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას უზრუნველყოფს, სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობა და ელექტრონული აუქციონები საჯარო რესურსების უკეთესად მართვის წინაპირობას ქმნის. რაც შეეხება უსაფრთხო გარემოს, საბჭოს წევრებმა ისაუბრეს სისხლის სამართლის საქმეებზე ელექტრონულ წარმოებასა და სისხლის სამართლის ელექტრონული სტატისტიკის შესახებ.

ანტიკორუფციული საკოორდინაციო საბჭოს წევრებმა სამომავლო გეგმებზე და კონკრეტულ აქტივობებზეც იმსჯელეს, რომლებმაც საქართველოს მიერ აღებული ვალდებულებების 2012-2013 წლებში შესრულება უნდა უზრუნველყოს.

ანტიკორუფციული საბჭო საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის საფუძველზე შექმნილი ორგანოა. მის ფუნქციებში შედის ქვეყანაში ანტიკორუფციული საქმიანობის კოორდინაცია, ანტიკორუფციული სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის განახლება და მათი შესრულების კონტროლი, საერთაშორისო ორგანიზაციების წინაშე ანგარიშგების კონტროლი, შესაბამისი საკანონმდებლო საქმიანობის ინიცირება და რეკომენდაციების მომზადება.

საბჭოს შემადგენლობა განსაზღვრულია საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით. მის შემადგენლობაში შედიან სხვადასხვა სამთავრობო უწყებებისა და არასამათავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ანტიკორუფციულ საბჭოს თავმჯდომარეობს საქართველოს იუსტიციის მინისტრი.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო4
ფინეთი - საქართველო 1:15
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X