GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გოროზია აგრარული უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდა
17:41 11.05.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრი ზაზა გოროზია სოფელ წეროვანში, თანამედროვე სასათბურე მეურნეობაში აგრარული უნივერსიტეტის 200-მდე სტუდენტს შეხვდა.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, მინისტრმა სტუდენტებს პრეზენტაციის სახით, სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები წარუდგინა და სამომავლო პროექტები გააცნო.

"საქართველოში სოფლის მეურნეობის სწრაფი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება. სწორედ აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები წარმოადგენენ ქვეყნის სოფლის მეურნეობის განვითარების ხვალინდელ დღეს“, - განაცხადა ზაზა გოროზიამ.

ღონისძიებას განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე კოკა სეფერთელაძეც ესწრებოდა.

მისი თქმით, აგრარული უნივერსიტეტის სტუდენტები პროგრამა "Summer Job”-ის ფარგლებში სპეციალობების მიხედვით დასაქმდებიან.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სასათბურე მეურნეობამდე სოფლის მეურნეობის მინისტრი, მინისტრის მოადგილეები და სტუდენტები ერთად გაემგზავრნენ ავტობუსებით. ტრანსპორტში სპეციალურად განთავსებულ ეკრანებზე სტუდენტებს საშუალება ჰქონდათ, ენახათ დოკუმენტური ფილმი სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ დანერგილი თანამედროვე ტექნოლოგიებსა და განხორციელებული პროექტების შესახებ.

ცნობისთვის, 8500 კვ.მ სასათბურე მეურნეობა სახელმწიფო ინვესტიციით აშენდა, სადაც წელიწადში 300 ტონა უმაღლესი ხარისხის პომიდორი მოყავთ. მეურნეობაში 25 დევნილია დასაქმებული.

შეხვედრის დასასრულს,  სტუდენტებმა უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი სათბური დაათვალიერეს და მისი კომპიუტერული მართვის პროცესს გაეცნენ. მცენარეების მორწყვა, სასუქის მიწოდება, ტემპერატურისა და ტენიანობის კონტროლი სათბურში ავტომატურად სრულდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
თემურ იაკობაშვილი: NDI-ის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს2
შოთა ხიზანიშვილი: ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული3
პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს4
ბიძინა ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილს ძალიან კარგი წარსული აქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X