GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომაზე, ქართველმა და სომეხმა მოსწავლეებმა ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს
19:36 27.03.2012
დღის სიახლეები

პროექტის „დემოკრატია იწყება შენით“ ფარგლებში, სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის სხდომა მეორედ ჩატარდა. საქართველოდან და სომხეთიდან არჩეულმა მოსწავლეებმა, ერთობლივი დეკლარაცია მიიღეს, რომელსაც ისინი მოგვიანებით  ბრიუსელში, ევროპარლამენტში წარადგენენ. 

სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდული პარლამენტის გახსნის ღონისძიებაში მონაწილეობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, დიმიტრი შაშკინმა, სომხეთის განათლების სამინისტროს წარმომადგენლებმა და ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოადგილემ, ბორის იაროშევიჩმა  მიიღეს.

„ეს პროექტი სამხრეთ კავკასიის ახალ თაობას საშუალებას აძლევს დემოკრატია გამოსცადონ საკუთარ თავზე, სწორედ ამიტომ, საქართველოსა და სომხეთის განათლების სამინისტროები, კონრად ადენაუერის ფონდი, ედუარდო ფრაის ფონდი, სამხრეთ კავკასიის პოლიტიკური სწავლების სკოლები, მხარს უჭერენ ამ უნიკალურ იდეას, შეკრიბონ სომეხი და ქართველი მოსწავლეები სამხრეთ კავკასიის ახალგაზრდულ პარლამენტში. მონაწილე მოსწავლეები არჩეულები არიან თანაკლასელების მიერ სომხეთისა და საქართველოს რეგიონებიდან“, - განაცხადა პროექტ „დემოკრატია იწყება შენით“ დირექტორმა ჯანან ატილგანმა.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, პროექტის, „დემოკრატია იწყება შენით“ საშუალებით, სამხრეთ კავკასიის რეგიონის მასწავლებლები იძენენ სამოქალაქო განათლების სწავლების იმ უნარებს, რაც მათ მოსწავლეებს დაეხმარებათ დემოკრატიის პრინციპები პრაქტიკაში გადაიტანონ. პროექტის მთავარი პრინციპია: „დემოკრატია უნდა გამოსცადო საკუთარ თავზე. მას მხოლოდ წიგნებიდან ვერ ისწავლი!“

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია1
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო2
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით3
საარჩევნო სუბიექტები აუდიტის სამსახურს ანგარიშებს წარუდგენენ4
შსს: დაჩი ცაგურიამ პოლიციელს პერანგი შემოახია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X