GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოების“ პროგრამაში მონაწილეობის მსურველთათვის კონკურსი გამოცხადდა
16:09 15.05.2012
დღის სიახლეები

კომპიუტერული ცენტრების შექმნასთან დაკავშირებით, 15 მაისიდან საქართველოს მასშტაბით კონკურსი გამოცხადდა.

კონკურსი მომსახურების ცენტრების შექმნის პროცესში მონაწილეთათვის იუსტიციის მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი ვაშაძემ დღეს დედაენის ბაღში გამოაცხადა.

„კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება, თავისი მასშტაბით,  არ არის ერთი რომელიმე უწყების პროექტი, ამ პროგრამისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს არა იმას, ვინ არის  ინიციატორი, ვინ უწევს კოორდინირებას კონკრეტულ საქმიანობას, არამედ - საქართველოს თითოეული მოქალაქის ჩართულობას მასში. ისევე, როგორც თავის დროზე „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების" წარმატება განაპირობა თითოეული მოხალისე მასწავლებლის  შრომისმოყვარეობამ, მოტივირებულობამ და მოქალაქეობრივმა აზროვნებამ, „კომპიუტერული ცოდნის გამავრცელებლი საზოგადოების" წარმატებული საქმიანობა დამოკიდებულია თითოეული ჩვენგანის შეტანილ წვლილზე  ამ პროექტის განხორციელებაში“,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

პროექტი, პირველ ეტაპზე, 300 სოფელს მოიცავს. აქ მცხოვრებ ნებისმიერ მსურველს, ვისაც საშუალო განათლება აქვს, შეუძლია მიიღოს მონაწილეობა კონკურსში. ღია კონკურსში გამარჯვების შემთხვევაში, ისინი უფასოდ მიიღებენ  კომპიუტერს, ისარგებლებენ  უსასყიდლო  ტექნიკური მხარდაჭერით ერთი წლის განმავლობაში,  გაივლიან სპეციალურ ტრენინგს და სტაჟირებას, შემდეგ კი ისინი თავიანთ თანასოფლელებს კომპიუტერის გამოყენების უნარ-ჩვევების ათვისებაში დაეხმარებიან.

არსებული რესურსების გათვალისწინებით, პირველ ეტაპზე 600 პირის მომზადება იგეგმება.

კონკურსი 15 ივნისამდე გასტანს. მონაწილეობის მსურველებს განაცხადის გაგზავნა შეუძლიათ შემდეგ მისამართზე: info@taoba.ge.

შეგახსენებთ, რომ „კომპიუტერის ცოდნის გამავრცელებელი საზოგადოება" ყვარელში გასულ კვირას დაფუძნდა. ერთ-ერთი პირველი, ვინც მის სადამფუძნებლო დეკლარაციას მოაწერა ხელი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იყო.

პროექტის მიზანი თანამედროვე ქართულ სოფლებში კომპიუტერის ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიების გავრცელება, კომპიუტერული უნარ-ჩვევების ეკონომიკური საქმიანობისთვის  გამოყენების სწავლებაა. ამ მიზნის განსახორციელებლად, უახლოეს მომავალში, საქართველოს სოფლების 80% ინტერნეტიზირებული იქნება, თბილისი და ბათუმი მთლიანად დაიფარება უკაბელო ინტერნეტით - WI-FI სისტემით.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
თემურ იაკობაშვილი: NDI-ის შედეგები საზოგადოების რეალურ განწყობას ასახავს2
შოთა ხიზანიშვილი: ზაზა სოფრომაძე პროკურატურაში მოწმის სახით არის დაბარებული3
პრემიერი ივანიშვილი მიხეილ სააკაშვილს პრეზიდენტის სასახლის დატოვებისკენ მოუწოდებს4
ბიძინა ივანიშვილი: ლაშა ნაცვლიშვილს ძალიან კარგი წარსული აქვს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X