GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზაზა გოროზიამ გურიის რეგიონში მოცვის პლანტაციები მოინახულა
18:53 17.05.2012
დღის სიახლეები

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ზაზა გოროზიამ გურიის რეგიონში, სოფელ ნარუჯაში მოცვის პლანტაციები მოინახულა და ადგილობრივ ფერმერებს შეხვდა.

სამინისტროს ინფორმაციით, მოცვის წარმოების ხელშეწყობის პილოტური პროგრამა, სამინისტროს ინიციატივითა და სოფლის მეურნეობის კორპორაციის მხარდაჭერით 2011 წლის გაზაფხულზე დაიწყო. ამერიკული ჯიშის ლურჯი მოცვის 10 სახეობა 5 ჰექტარ მიწის ნაკვეთზეა გაშენებული. პროგრამა მიზნად ისახავს საქართველოში მოცვის პირველადი წარმოების განვითარებას. პლანტაცია უახლოესი ტექნოლოგიით აღჭურვილი საირიგაციო სისტემით ირწყვება.

პროექტის დასრულების შემდეგ, პლანტაციის გასაშენებლად გამოყენებული იქნება ის ოპტიმალური ჯიში, რომელიც უკეთ შეეგუება საქართველოს კლიმატურ და ნიადაგობრივ პირობებს. სადემონტრაციო ნაკვეთებზე გაშენებული საჩვენებელი ნერგების დათვალიერებით, ფერმერებს საშუალება ეძლევათ უკეთ გაეცნონ აღნიშნული მცენარის მოყვანის უახლეს ტექნოლოგიებს და სპეციალისტებისგან კვალიფიცური კონსულტაცია მიიღონ. მეურნეობაში 35 ადგილობრივია დასაქმებული.

შეხვედრის ფარგლებში მინისტრმა მცირე და საშუალო ფერმერებს სოფლის მეურნეობის სფეროში დანერგილი უახლესი ტექნოლოგიები და სამომავლო პროექტები გააცნო. „სამინისტროსთვის ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყნის თითოეულ რეგიონს შევთავაზოთ ისეთი ჯიშების კულტივაცია, რომელიც არსებულ კლიმატურ-ნიადაგურ პირობებში ყველაზე უხვ მოსავალს და შესაბამისად, გაზრდილ შემოსავალს მოუტანს ჩვენს მოსახლეობას. შედეგად, ჩვენ მივიღებთ სულ უფრო მეტ დამუშავებულ მიწას, მეტ დასაქმებულ ადამიანს და მეტ გამდიდრებულ ფერმერს“,- აღნიშნა ზაზა გოროზიამ.

დღესვე, ზაზა გოროზია გურიაში სოფელ ზემო ბახვში, ვაჟა ანთაძის ოჯახს ესტუმრა. მას მცირე ზომის ფერმერული მეურნეობა აქვს. 400 კვ.მ-ზე გაშენებულ კივის ნარგავებს და 3 000 კვ.მ.-ზე არსებულ თხილის პლანტაციას ფერმერი თავად უვლის. მინისტრმა საუბრისას ყურადღება გაამახვილა ფერმერული მეურნეობის ფუნქციონირებისა და მართვის უახლეს ტექნოლოგიებზე. "საქართველო ყოველთვის მიწათმოქმედების ქვეყანა იყო და ეს არ უნდა დავივიწყოთ. სოფლის მეურნეობაში ახალი მეთოდების, სხვა ქვეყნების ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება კარგ შედეგს გამოიღებს,” აღნიშნა ფერმერმა მინისტრთან საუბრისას.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
იზოლატორში ცემის შემდეგ დაკავებული კომაშია2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
გოცირიძე: დედოლარიზაცია არ არის მთავარი, მთავარია ლარის სტაბილურობა4
ლარი კიდევ რამდენიმე თეთრით გამყარდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X