GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩიხრაძე სოფელ დოესში მცხოვრები მარტოხელა დედის მდგომარეობით დაინტერესდა
14:11 18.05.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი ფიქრია ჩიხრაძე დღეს, კასპის რაიონის სოფელ დოესში მცხოვრები  ლია შაქარაშვილის ოჯახში მივიდა და მისი პრობლემებით დაინტერესდა.

როგორც ფიქრია ჩიხრაძე აცხადებს, ლია შაქარაშვილი  მარტოხელა დედაა. მას იმდენად მძიმე საცხოვრებული პირობები აქვს, რომ იძულებული გახდა შვილი  ბავშვთა სახლში მიეყვნა. 

"ლია შაქარაშვილი წარმოუდგენლად  მძიმე პირობებში ცხოვრობს,  სახლი იმდენად ამორტიზებულია, რომ ის იძულებულია  ღამე ნათესავთან გაათიოს. სწორედ ეს გახდა მიზეზი, რომ სოციალური დახმარება ლია შაქარაშვილსაც მოუხსნეს და იმ ნათესავსაც, რომელიც მას ღამეს ათევინებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ.

მისი თქმით,  მთელი სოფელი გულშემატკივრობს მარტოხელა დედას და ცდილობს დაეხმაროს, მაგრამ სახლის რეაბილიტაცია მათ ძალებს აღემატება.

"ლია შაქარაშვილის მიმართ გამოჩენილი უსამართლობა გამონაკლისი არ არის. ძალიან ბევრი ადამიანი  სოციალური აგენტების ან გულგრილობის, ან არაპროფესიონალიზმის, ან ზოგადად ამ უწყების პოლიტიზირების გამო, რომელიც ნაციონალური მოძრაობის პარტიულ ინტერესებს უფრო ითვალისწინებს, ვიდრე ობიექტურ რეალობას, სოციალურ დახმარებას ვერ იღებს", - განაცხადა ფიქრია ჩიხრაძემ. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“1
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა2
პრეზიდენტი გუბერნატორების პირდაპირი წესით არჩევის ინიციატივით გამოდის3
ცხინვალის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ ოსურ ბატალიონში დამატებითი მიღება გამოაცხადა4
თეა წულუკიანი: ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მუშაობის პრინციპი გადაიხედება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X