GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება ამოქმედდა
16:12 18.05.2012
დღის სიახლეები

დღეიდან, აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოების მომსახურება ამოქმედდა.

როგორც აღსრულების ბიუროში აცხადებენ, წარმოების ეს ფორმა განიხილავს თანხის გადახდასთან დაკავშირებულ საქმეებს, რომელზეც არსებობს ვალის დამადასტურებელი ცხადი მტკიცებულება, კერძოდ, ხელშეკრულება, ხელწერილი ან შედარების აქტი და რომელიც არ უკავშირდება რაიმე საპასუხო ვალდებულების შესრულებას.

აქამდე, ამ ტიპის მომსახურებას  საქართველოს სასამართლოები ახორციელებდნენ. დღეიდან კი, მოცემულ მომსახურებას სახეცვლილი ფორმით, აღსრულების ეროვნული ბიურო განახორციელებს, ხოლო საქართველოს საერთო სასამართლოები შეწყვეტენ გამარტივებული წარმოების განხორციელებას.

გამარტივებული წარმოების მომსახურება მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია დანერგილი და აპრობირებული. როგორც კვლევებმა აჩვენეს, სააღსრულებო დაწესებულებები მოცემული ტიპის დავების მენეჯმენტს უკეთესად ახორციელებენ. შედარებისთვის, საფრანგეთში, სადაც ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონს აღემატება და სადაც გამარტივებულ წარმოებას სასამართლოები ახორციელებენ, 2010 წელს წარმოება 653 578 საქმეზე წარიმართა. ამავდროულად, შვედეთის სამეფოში (მოსახლეობა 9 მლნ.), სადაც მოცემულ მომსახურებას ადგილობრივი სააღსრულებო სააგენტო კურირებს, 2010 წლის განმავლობაში მსგავსი კატეგორიის 1 200 000 საქმეზე იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება.

სწორედ შვედური და ფრანგული გამოცდილებებისა და საქართველოს საზოგადოების ინტერესების გათვალისწინებით დაინერგა აღსრულების ეროვნულ ბიუროში გამარტივებული წარმოება.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ირაკლი ღარიბაშვილი: ეკა ზღულაძე უწყებაში არ დარჩა1
მეცნიერები ლაბინკირის ტბის „მონსტრის“ პოვნას გეგმავენ2
ილია მეორე: სტუდენტების რეაქცია ძალიან სამართლიანი იყო3
ბაქრაძე: ყველა თანამდებობის პირი უნდა დაისაჯოს ვინც სისტემაში ამგვარი დანაშაული დაუშვა4
ფიქრია ჩიხრაძე: მილიონი ლარის ასაღებად პოლიტიკური პარტიების რიგი დადგა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X