GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
„ახალი მემარჯვენეები“ ხელისუფლებას „უმწეოთა პროგრამაში“ არსებულ პრობლემებზე ინფორმაციას აწვდიან
14:54 21.05.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეები"  ქვეყანაში მოქმედ „უმწეოთა პროგრამაში“ არსებული პრობლემების მოგვარებას ითხოვენ. ამის შესახებ განცხადება პარტიის თავმჯდომარე დავით გამყრელიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

„ახალი მემარჯვენეების" მხრიდან  სოციალური დახმარების სფეროში არსებული ნაკლოვანებების  წარმოჩენის და მიზანმიმართული კრიტიკის შედეგად ხელისუფლებამ დაიწყო ამ სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრაზე ზრუნვა, რაც თავისთავად  კარგია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ჯერ-ჯერობით რაიმე მნიშვნელოვანი და ხელშესახები შედეგი არ დამდგარა. რეგიონებში, მოსახლეობასთან შეხვედრების დროს, უამრავ ფაქტს ვაწყდებით, როდესაც დახმარების მიღებას ბიუროკრატიული  ბარიერები  ეღობება, შემწეობას იღებენ  ოჯახები, ვისაც ის არ ეკუთვნის, მაშინ როცა უამრავი გაჭირვებული ადამიანი დახმარების გარეშე რჩება“,- განუცხადა გამყრელიძემ  ჟურნალისტებს და მოთხოვნები გააცნო, რომელიც ხელისუფლებას გადაეგზავნა:

1. აღმოიფხვრას უთანაბრობა სოციალური დახმარების გაცემისთვის სარეიტინგო ქულების რაოდენობაში, როდესაც ეს ქულა სხვადასხვაა თბილისში, აჭარაში და დანარჩენ რეგიონებში და დადგინდეს ქვეყნის მასშტაბით დახმარების  გაცემისთვის  სარეიტინგო ქულების ერთიანი ჭერი,  კერძოდ სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის დახმარების დანიშვნა ხდებოდეს  100 000  ქულამდე.

2. მკაფიოდ ჩამოყალიბდეს  დახმარების გაცემისთვის ოჯახის სოციალური მდგომარეობის შეფასების კრიტერიუმები (მაგ. ტელევიზორი, მაცივარი, ძროხა, ქათამი და ა.შ.) და აღმოიფხვრას ორმაგი ინტერპრეტირების და სუბიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა სოციალური აგენტებისათვის.

3. შესრულდეს " მოქალაქეთა სოციალური დახამარების შესახებ" საქართველოს კანონის მე-17  მუხლი და  საჯარო და ხელმისაწვდომი გახდეს ყველა დაინტერესებული პირისათვის ინფორმაცია ამათუიმ დასახლებულ პუნქტში, თუ ვის და რის საფუძველზე ეძლევა დახმარება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემანუელას როლის შემსრულებელი კიბოთი გარდაიცვალა1
ე.წ. Must carry-ზე მომზადებული კანონპროექტის ინიცირება დღეს მოხდება2
კადეტთა სამხედრო ლიცეუმი მოსწავლეთა მიღებას აცხადებს3
აშშ გარდამავალ პერიოდში საქართველოს ფინანსურ სტაბილურობას და მიმდინარე პროცესებს მხარს უჭერს4
უბედური შემთხვევის შედეგად 39 წლის მამაკაცი მძიმედ დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X