GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკული სამგზავრო თვითმფრინავის კაპიტანი მორიგი რეისის დროს ჭკუიდან შეიშალა
17:43 28.03.2012
დღის სიახლეები

სამგზავრო თვითმფრინავი, რომელზეც 135 მგზავრი იმყოფებოდა, ნიუ-იორკიდან ლას-ვეგასში მიფრინავდა. თუმცა ის სასწრაფოდ დასვეს ტეხასში. როგორც გაირკვა, ამის მიზეზი თვითმფრინავის კაპიტნის ფსიქიკური აშლილობა გახდა. დრამატული სცენის მოწმეები ყვებიან, რომ კაპიტანმა სალონში სირბილი დაიწყო და ყვიროდა: „ერაყი! ალ-ქაედა! ტერორიზმი! ჩვენ ვვარდებით! ილოცეთ!“…

როგორც მგზავრები ყვებიან, მათ შენიშნეს, რომ კაბინიდან გამოსული კაპიტანი უცნაურად იქცეოდა და თავიდან, ყველა მგზავრთან გასაუბრებას ცდილობდა. რის შემდეგაც ისევ კაბინაში დაბრუნება გადაწყვიტა, თუმცა პილოტებმა, როგორც ჩანს კარი ჩაუკეტეს, რადგან მათ მგზავრებზე ადრე შენიშნეს უფროსის არაადექვატურობა.

ამის შემდეგ კაპიტანი უფრო მეტად აღლედა, - კაბინის კარზე ბრახუნი და სალონში წინ და უკან სირბილიდაიწყო, თან ყვიროდა - „ერაყი! ალ-ქაედა! ტერორიზმი! ჩვენ ვვარდებით! ილოცეთ!“

ერთ-ერთმა მგზავრმა ამ ყველაფრის მობილური ტელეფონით გადაღება მოასწრო. სწორედ მან განათავსა ვიდეო Youtube-ზე. ჩანაწერში ისმის კაპიტნის ყვირილი: „ბომბი!“

სხვა გზა აღარ იყო და რამდენიმე მგზავრმა ჭკუიდან შეშლილი მამაკაცის დამორჩილება სცადა. ის სალონის იატაკზე დააგდეს და გაკოჭეს.

საბედნიეროდ, ბორტზე იმყოფებოდა პილოტი, რომელიც ამჯერად, ჩვეულებრივი მოგზაურის როლში იყო, თუმცა ექსტრემალურ სიტუაციაში მან თავის თავზე აიღო მართვა და სწორედ მისი დამსახურებით თვითმფრინავი ტეხასის აეროპორტში უსაფრთხოდ დაჯდა.

კაპიტანი მაშინვე ჰოსპიტალში გადაიყვანეს. ერთ-ერთი ვერსიით, ის, მართლაც ჭკუიდან შეიშალა, თუმცა ვარაუდობენ იმასაც, რომ ეს ნარკოტიკების ზემოქმედების შედეგი შეიძლება ყოფილიყო. CBS კი იუწყება, რომ 49 წლის კლეიტონ ოსბორნი გაგიჟდა…

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ტელეკომპანიებისთვის საგადასახადო დავალიანებისა და მასზე დარიცხული სანქციების შემცირება იგეგმება1
ირაკლი ალასანია მოადგილეებს დაასახელებს2
იულია ტიმოშენკომ შიმშილობა დაიწყო3
დეპუტატმა ინვალიდ ბავშვს სცემა4
პედოფილმა შინაპატიმრობისას 1000 ლეკვი აწამა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X