GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა ნაჭყებია: ხელისუფლებამ ჩვენს მიერ წამოწეული საკითხების გადაწყვეტა დაიწყო
15:15 22.05.2012
დღის სიახლეები

"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერის  მანანა ნაჭყებიას განცხადებით,  პარტიის  მცდელობამ, ხელისუფლების ყურადღება რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის პრობლემებს მიაპყროს,  შედეგი გამოიღო და ახლა ისინი პროგრამების განხორციელების ინტენსიურ მონიტორინგს აპირებენ.

ზუგდიდში გამართულ ბრიფინგზე ნაჭყებიამ განაცხადა, რომ,    დასავლეთ საქართველოს რეგიონებში - სამეგრელოში, აჭარაში და გურიაში ე.წ. "ამერიკული პეპლის"  წინააღმდეგ ბრძოლის კამპანია,  ბავშვების და საპენსიო ასაკის ადამიანების დაზღვევა, ცვლილებები სოციალური დაცვის სისტემაში, ინფრასტრუქტურული პროექტები „ახალი მემარჯვენეების“ ძალისხმევის შედეგად დაიწყო.   

როგორც ბრიფინგზე მანანა ნაჭყებიამ განაცხადა მოსახლეობასთან შეხვედრების დროს  ძალზე მწვავედ დგებოდა ე.წ. "ამერიკული პეპლის"  საკითხი.

"მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთ მედიასაშუალებაში ჩვენი აქტიურობა "ამერიკული პეპლის" წინააღმდეგ  საქილიკოდ იქცა, ჩვენ კარგად ვხედავდით რამდენად  აზარალებდა ეს მავნებელი მწერი მოსახლეობას. ამიტომ, მოვახდინეთ ამ თემის აქტუალიზაცია და ვაიძულეთ ხელისუფლება ფართომასშტაბიანი კამპანია წამოეწყო",- განაცხადა პარტიის წევრმა.

მანანა ნაჭყებიას  თქმით,  ეს ეხება სოფლების ინტერნეტიზაციასაც, რომელიც  "ახალი მემარჯვენეების" წამოწყებული  თემაა და ხელისუფლებამ ამ თემას "კომპიუტერის  გამავრცელებელი საზოგადოების"  შექმნით უპასუხა. 

„ხელისუფლებამ    ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის გარკვეული ცვლილებები განახორციელა ბავშვების და ხანდაზმულთა დაზღვევის და  ასევე სოციალური დაცვის სფეროში, რაც თავიდან ბოლომდე ოპოზიციის დამსახურებაა, მაგრამ ეს ცვლილებები საბოლოოდ ვერ აგვარებს პრობლემას და ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, სანამ ამ თვალსაზრისით შედეგი საბოლოოდ არ იქნება მიღწეული. ჩვენი მიზანიც სწორედ ესაა - ვაიძულოთ ხელისუფლება მოსახლეობის პრობლემებისკენ მოიხედოს და სოფლად მცხოვრებ ადამიანებს  ნორმალური პირობები შეუქმნას . ჩვენ ამ პროცესზე მონიტორინგს დავაწესებთ. ასევე, ბოლომდე მივიყვანთ და ვაიძულებთ ხელისუფლებას გააიაფოს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საწვავი,  უზრუნველყოს სოფლები ტრაქტორების საკმარისი რაოდენობით,  ხელმისაწვდომი გახადოს სასუქი, შხამ-ქიმიკატი, და რაც ყველაზე  მთავარია,  წესრიგი დაამყაროს მოსახლეობის სოციალურ დაცვაში, შექმნას პირობები იმისთვის, რომ ახლადგახსნილი საავადმყოფოები მოქალაქეებს მხოლოდ მისვლის და დათვალიერების კი არა, მკურნალობის საშუალებაც ჰქონდეთ", - განაცხადა მანანა ნაჭყებიამ. 

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს1
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიცია დაკონკრეტდა2
სასაზღვრო პოლიციას მოლდოვის საზღვრის დაცვის დელეგაცია ეწვია3
პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა4
გორბაჩოვი ჩამოახრჩეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X