GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
არასრულწლოვანი ბრალდებულები სხვა პატიმრებისგან განცალკევებით განთავსდებიან
16:32 22.05.2012
დღის სიახლეები

არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების რეფორმის ფარგლებში, არასრულწლოვან ბრალდებულთა მიმართ სრულიად ახალი მიდგომა დაინერგა. ამიერიდან, არასრულწლოვანი ბრალდებულები განახლებულ, არასრულწლოვანთათვის  შესაბამის გარემოში, სხვა პატიმრებისგან განცალკევებით განთავსდებიან.

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის ხათუნა კალმახელიძის თქმით, ბრალდებული არასრულწლოვნებისთვის დაინერგა ახალი მიდგომები, რაც გულისხმობს ინდივიდუალურ მიდგომას ყველა მოზარდის მიმართ,  აქცენტი გაკეთდება ფსიქო-რეაბილიტაციაზე, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ერთად ზოგადსაგანმანათლებლო პროცესის ორგანიზებაზე, მათთვის პროფესიული კურსებისა და სპორტული აქტივობების შეთავაზებაზე.

შენობაში, რომელიც სპეციალურად  სამხატვრო აკადემიის წარმომადგენლებმა მოხატეს, ბრალდებულებს საშუალება ექნებათ  სწავლა განაგრძონ და მაქსიმალური რეაბილიტაცია შეძლონ.  შეიქმნა მოზარდებისთვის მეგობრული ატმოსფრო.

რეფორმის თანახმად, რომელიც გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მხარდაჭერით  განხორციელდა,  საქართველოში არასრულწლოვან ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა მიმართ ევროპული სტანდარტების მიდგომა დაინერგა.

პროექტში ასევე მონაწილეობენ   ნორვეგიის კანონის უზენაესობის მრჩეველთა მისია საქართველოში (NORLAG), წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრი (GCRT),  ფონდი „გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში“ (GIP)  და  ორგანიზაცია „ციხის საერთაშორისო რეფორმა“(PRI).

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრებმა პირი ამოიკერეს1
გიგანტური ღამურა, რომელიც მოსახლეობას შიშის ზარს სცემდა, დაიჭირეს2
მიხეილ სააკაშვილი: ვინც არ უნდა შემოგვიგდონ, ყველა ფალავანი დამარცხდება3
პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია4
ხადური: პრეზიდენტის ადმინისტრაციისთვის თანხების შემცირება ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით მოხდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X