GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო
10:52 23.05.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატა, მოქალაქე ბიძინა გიორგობიანის მიერ, საქველმოქმედო ფონდ „ქომაგის“ ანგარიშზე, 90 000 ევროს ოდენობით, უკანონო შემოწირულობის თაობაზე განცხადებას აქვეყნებს.

მონიტორინგის სამსახურმა გიორგობიანი „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის სამართალდამრღვევად ცნო.

„2012 წლის 22 მაისს, ბიძინა გიორგობიანი, „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით დადგენილი წესების დარღვევისათვის ცნობილი იქნა სამართალდამრღვევად. გაეგზავნა სამართალდარღვევის ოქმი და ადმინისტრაციული საქმის მასალები. ასევე, ეცნობა ადმინისტრაციული საქმის განხილვის სხდომის დრო და ადგილი“, - ნათქვამია კონტროლის პალატის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამასთან, მონიტორინგის სამსხური მიიჩნევს, რომ  საქველმოქმედო ორგანიზაცია „ფონდი ქომაგი“ მისი საჯაროდ გაცხადებული მიზნებიდან და ამოცანებიდან გამომდინარე, დაკავშირებულია პოლიტიკურ პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველო“-სთან.

„აღნიშნული ფონდის ანგარიშზე, პოლიტიკური და საარჩევნო მიზნებიდან გამომდინარე, მოქალაქეთა მატერიალური დაინტერესების მიზნით, ფიზიკურმა პირმა ბიძინა გიორგობიანმა, საქართველოში არალიცენზირებლი ბანკიდან, კანონით დადგენილი მოთხოვნების დარღვევით, 2012 წლის 10 მაისს, 90 000 ევროს ოდენობით უკანონო შემოწირულობა განახორციელა, რის გამოც საქართველოს კონტროლის პალატის მიერ საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაცია ფონდ „ქომაგის“ ანგარიშს ყადაღა დაედო“,- აღნიშნავენ კონტროლის პალატაში.

კონტროლის პალატამ აღნიშნული გადაწყვეტილება „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" საქართველოს ორგანული კანონის 261-ე მუხლით განსაზღვრულის გათვალისწინებით მიიღო.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გვენეტეძე: მაკა ასათიანი აღარ იყო საკონტროლო პაკეტის მფლობელი1
თბილისის მერი: ჩემი ბრძანებით, ბაღების სააგენტოში საფინანსო საქმიანობის ანალიტიკური შესწავლა მიმდინარეობს2
პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორიაზე განათება გამოირთვება3
თბილისის მერია სოციალურ დახმარებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს4
გავრცელებული ინფორმაციით, ოსმან თურანი „ჯეოსელის“ დატოვებას გეგმავს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X