"ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, მანანა
ნაჭყებია, ზუგდიდის რაიონის სოფელ ზედა ეწერში კომპაქტურად ჩასახლებულ დევნილებს შეხვდა.
"დევნილების ბევრი ჩასახლება მინახავს და აღარ
მეგონა სოფელ შამგონას დევნილების საცხოვრებელი პირობების შემდეგ რამე თუ ასე
შემაძრწუნებდა,
მაგრამ ზედა
ეწერის ყოფილი კანტორის შენობაში ჩასახლებული დევნილების მდგომარეობამ ყველა ძველი შთაბეჭდილება გადაფარა. აქ ადამიანები არ უნდა ცხოვრობდნენ. ისინი სასწრაფოდ უნდა იქნან გაყვანილი, ან შენობა კაპიტალურად უნდა შეკეთდეს"- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
მისი თქმით სხვა შენობებს, რომლებშიც დევნილები ცხოვრობენ, თითქოს კაპიტალური რემონტი ჩაუტარდათ, მაგრამ სამუშაოები ისე უხარისხოდ
შესრულდა,
რომ იქაც კვლავ მძიმე მდგომარეობაა.
"მინისტრი სუბელიანი უნდა დაინტერესდეს აქ არსებული
მდგომარეობით.
ადამიანები
სასოწარკვეთილი
არიან, როგორ შეიძლება ხელისუფლებამ თავის მოსახლეობა ასეთი მდგომარეობისთვის გაწიროს? "- განაცხადა მანანა ნაჭყებიამ.
internet.ge