GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების სისტემის სამედიცინო პერსონალისთვის ტრენინგები იწყება
13:33 23.05.2012
დღის სიახლეები

სასწავლო ცენტრის ორგანიზებით, დღეს, სასჯელაღსრულების სისტემაში დასაქმებული სამედიცინო პერსონალის ტრენერთა ტრენინგი იწყება.

ტრენინგს, რომელიც კაჭრეთში, სასტუმრო "ამბასადორში“ გაიმართება, ქართველი და უცხოელი ექსპერტები წარუძღვებიან.

მონაწილეები 5 დღის განმავლობაში გაეცნობიან პატიმართა ჯანმრთელობის უზრუნველყოფის მარეგულირებელი საქართველოს კანონმდებლობისა და პატიმრობის კოდექსის ძირითად ასპექტებს, ციხეში ტუბერკულიოზის, აივ/შიდსის და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტების მართვისა და ციხეში მომუშავე პერსონალის სამედიცინო ეთიკის საერთაშორისო პრინციპებს.

მონაწილეები მიმოიხილავენ პატიმართა ჯანმრთელობის საკითხებს საერთაშორისო დოკუმენტების მიხედვით, პატიმართა სამედიცინო უზრუნველყოფაზე მონიტორინგის განმახორციელებელ ეროვნულ და საერთაშორისო მექანიზმებს, აგრეთვე ისეთ თემებს, როგორიც არის: ფსიქოაქტიური ნივთიერებები ციხეში, ციხეში ფსიქიკური დარღვევების მართვა, სუიციდისა და თვითდაზიანების პრევენცია, პატიმართა მოწყვლადი ჯგუფების ჯანმრთელობის უზრუნველყოფა; გაეცნობიან მოშიმშილე პატიმრების მართვის პრინციპებსა და ციხეში ძალადობის მართვის საერთაშორისო სტანდარტებს, ევროპის სასამართლოს პრაქტიკას ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის 1–ლი და მე–3 მუხლების დარღვევაზე.

პროგრამის ბოლო დღე დაეთმობა ტრენერთა უნარ–ჩვევებისა და არაფორმალური სწავლების მეთოდების განხილვას, რის შემდეგაც მონაწილეები შეაფასებენ ტრენინგს და მიიღებენ ტერენერთა ტრენინგში მონაწილეობის დამადასტურებელ სერტიფიკატებს.

ღონისძიება ევროპის საბჭოს პროექტის, „დანიის საქართველოს პროგრამა 2010-2013 წლების სასამართლო რეფორმის, ადამიანისა და უმცირესობათა უფლებების ხელშეწყობა“, ფარგლებში ხორცილდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის ეკლესიაში დაპირისპირებაა1
ზურაბ წერეთლის სახელოსნოს ტიპოგრაფიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა2
ნიკა რურუა: ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა3
ქალაქ ლაზიკას პროექტი4
რუსეთი „მისტრალებს“ ორ წელიწადში მიიღებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X