GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში გამოფენა გაიხსნება
10:07 29.03.2012
დღის სიახლეები

დღეს, მარტვილის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, გამოფენა - „სული ღმერთს, გული სამშობლოს (ამბროსი ხელაია – 150)" გაიხსნება, რომელიც კათოლიკოს-პატრიარქ ამბროსის დაბადებიდან 150 წლის იუბილეს მიეძღვნება.

ღონისძიება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრისა და ჭყონდიდის ეპარქიის ორგანიზებით და ჭყონდიდის მიტროპოლიტ პეტრეს (ცაავა) ლოცვა-კურთხევით ტარდება.

გამოფენაზე, საინფორმაციო ბანერების პარალელურად, წარმოდგენილი იქნება ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული მასალა, ძირითადად, ამბროსი ხელაიას, კალისტრატე ცინცაძის, კირიონ საძაგლიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილისა და ვასილ კარბელაშვილის პირადი არქივებიდან.

ამასთან, გამოფენილი იქნება პატრიარქის ქადაგებები, პირადი წერილები, ფოტოები, გადასახლებისა და დევნის ამსახველი მასალა.

გამოფენას დაესწრებიან - ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის მეგობართა საზოგადოების თავმჯდომარე, რუსუდან კერვალიშვილი, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, კათოლიკოს-პატრიარქის შთამომავალი ანა კლდიაშვილი, ისტორიკოსი ჯემალ გამახარია და დედაქალაქიდან მოწვეული სტუმრები.

გამოფენის გახსნის შემდეგ, სტუმრები სხვადასხვა ღონისძიებას დაესწრებიან,  ჯერ პატრიარქის მშობლიურ სოფელ იჩხურში, ხოლო მოგვიანებით სოფელ სალხინოში.

აღსანიშნავია, რომ დაინტერესებულ საზოგადოებას ექსპოზიციის დათვალიერების შესაძლებლობა 4 აპრილის ჩათვლით მიეცემა.

Internet.ge

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დიმიტრი შაშკინი და ხატია დეკანოიძე გამოცდების მიმდინარეობას თბილისის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრში აკვირდებოდნენ1
გუბაზ სანიკიძე: ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება2
სამოქალაქო რეესტრი ყველაზე გავრცელებული გვარების რეიტინგს აქვეყნებს3
სტუდენტებმა პროკურატურაში განცხადება შეიტანეს4
მამაკაცი, რომელიც 6 თვე გულისა და პულსის გარეშე ცხოვრობდა, ღვიძლის პრობლემით დაიღუპა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X