Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
უცხოელმა პედაგოგებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს
11:58 24.05.2012
დღის სიახლეები

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები არასამთავრობო ორგანიზაცია First Step Georgia-ს ცენტრს ესტუმრნენ და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები მოინახულეს.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, სპეციალურად ბავშვებისთვის უცხოელმა პედაგოგებმა სხვადასხვა აქტივობები - სიმღერები,  თამაშები მოამზადეს და ცენტრის ბავშვები რამდენიმე საათის განმავლობაში გაართეს.

”ასწავლე და ისწავლე საქართველოსთან ერთად” პროგრამის მონაწილე უცხოელი პედაგოგები საქართველოში მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყნიდან - კანადიდან, ამერიკის შეერთებული შტატებიდან, დიდი ბრიტანეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, ავსტრალიიდან, ლიტვიდან, ირლანდიიდან, ფილიპინებიდან, ჩეხეთიდან  და ა.შ.  იმყოფებიან.

საქართველოს ყველა რეგიონის სკოლაში ისინი ქართველ მასწავლებლებთან ერთად მოსწავლეებს ინგლისურ ენას ასწავლიან, თუმცა საკუთარი ინიციატივით, პარალელურად ისინი მსგავს ღონისძიებებში ჩაერთნენ. როგორც თბილისში, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში ისინი სისტემატურად სტუმრობენ არა მხოლოდ მზრუნველობამოკლებულ, არამედ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ხელშეწყობით, უცხოელი პედაგოგები სპეციალური გასართობი პროგრამებით ბავშვებთან ვიზიტებს  თავად გეგმავენ და თავადვე ახორციელებენ.

ზაფხულის განმავლობაში მოხალისე მასწავლებლები სხვადასხვა საგანმანათლებლო პროექტებში ჩაერთვებიან, მათ შორის მონაწილეობას მიიღებენ საზაფხულო სკოლების საქმიანობაში და მოსწავლეებს ინგლისურს გაძლიერებულად შეასწავლიან.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ1
ჯეჯელავა: ჩვენ ვაპირებთ, რომ სოფლის სკოლები იყოს ყველაზე მაგარი სკოლები2
კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში ღამისთევის მსახურებას ჩაატარებს.3
„ზოგი სხვა პარტიას უჭერს მხარს, ზოგი სხვას, მაგრამ ყველანი მაინც ცეზარ ჩოჩელს ვემხრობით. მისი იმედი გვაქვს“4
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X