GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ანტინარკოტიკული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა
12:30 24.05.2012
დღის სიახლეები

ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, იუსტიციის სამინისტროს მიერ გამოცხადებული საგრანტო კონკურსის გამარჯვებული გამოვლინდა.  24 მაისს, იუსტიციის სამინისტროში გამარჯვებულ არასამთავრობო ორგანიზაციასთან - „სენაკის სათემო განათლების ცენტრი“ ხელშეკრულების გაფორმების ცერემონიალი გაიმართა. დოკუმენტს ხელი მოაწერეს მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ დავით საყვარელიძემ და გამარჯვებული ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

დავით საყვარელიძემ არასამთავრობო ორგანიზაციას - „სენაკის სათემო განათლების ცენტრს“, წარმატება მიულოცა და კიდევ ერთხელ აღნიშნა, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ანტინარკოტიკულ კამპანიაში საზოგადოების ყველა ფენის, მათ შორის სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას და ნარკოტიკული დანაშაულის პრევენციას.

საგრანტო კონკურსი, მთავარი პროკურატურის მიერ ინიცირებული ანტინარკოტიკული კამპანიის ფარგლებში, 22 მარტს გამოცხადდა. მასში მონაწილეობის მიღება ყველა არასამთავრობო ორგანიზაციას შეეძლო, რომელსაც ამ სფეროში მუშაობის  გამოცდილება გააჩნდა.

საგრანტო პროგრამის მიზანი, ერთის მხრივ ნარკოტიკის მავნე ზეგავლენის შესახებ მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლება, მეორეს მხრივ კი კამპანიაში არასამთავრობო სექტორის მეტი ჩართულობა და არასამთავრობო ორგანიზაციების კომპეტენციების განვითარებაა, რაც საზოგადოებრივ ორგანიზაციებს, მომავალში მსგავსი პროექტების დამოუკიდებლად განხორციელებაში დაეხმარება.

პროგრამის ფარგლებში „სენაკის სათემო განათლების ცენტრი“, სენაკის მუნიციპალიტეტში ხუთი თვის მანძილზე განახორციელებს პროექტს „იმოქმედე დღეს, რათა დაცული იყო ხვალ!“ გამარჯვებული ორგანიზაცია ნარკოდანაშაულის საკითხებზე მოსახლეობის ცნობიერების დონის ამაღლებაზე იზრუნებს. ამ მიზნით ცენტრი დაგეგმავს და განახორციელებს აქტიურ საინფორმაციო კამპანიას, დამზადდება და დარიგდება ბუკლეტები და ფლაერები ჩატარდება ლექციები სკოლებში, მოეწყობა ფილმების ჩვენება-განხილვა, გაიმართება ანტინაკოტიკული ტურნირი რაგბში. 

საგრანტო პროექტის ფარგლებში ჩატარებულ ღონისძიებებში მონაწილეობას 450-ზე მეტი ახალგაზრდა მიიღებს,  ოცი მათგანი კი სპეციალურ ტრეინინგებს გაივლის, რათა მომავალში, დამოუკიდებლადაც შეძლონ ამ ტიპის აქტივობების განხორციელება.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
კვლევის შედეგებით პოლიციელის პროფესია მზარდი პოპულარობით სარგებლობს1
მიხეილ სააკაშვილი სიღნაღში რთველს დაესწრო2
მიხეილ სააკაშვილი: ამ მოედანზე ამდენი ხალხი ბოლო წლების განმავლობაში არ შეკრებილა3
გიორგი ფოჩხუას მკვლელობის საქმის არსებითი განხილვა იწყება4
თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე მომხდარი ავარიის შედეგად 9 ადამიანი დაშავდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X