GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ვანო ჯავახიშვილს უჩივლეს
09:01 25.05.2012
დღის სიახლეები

ორგანიზაცია “იდენტობამ” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს საჩივრის წერილით მიმართა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საჩივარში “იდენტობა” იმ მოქალაქეების ინტერესებს იცავს, რომელთაც შეურაცხყოფილად იგრძნეს თავი ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული დამცინავი და ცინიკური ფრაზების გამო. საჩივარს ხელს 18 მოქალაქე აწერს.

18 მაისს, 22 საათსა და 10 წუთზე “The ვანოს შოუში” 17 მაისის (ჰომოფობიასა და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღის) მსვლელობის დარბევასთან დაკავშირებით ლგბტ ადამიანების მიმართ გადაცემის წამყვანმა, ვანო ჯავახიშვილმა, წარმოთქვა ფრაზა: “პრინციპში, რისთვისაც გამოვიდნენ ქუჩაში,  მიიღეს კიდეც  - გატყიპეს”, -  რასაც მისივე მხრიდან მოჰყვა სიცილი.

ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის თვითრეგულირების მექანიზმს შეახსენებს, რომ 17 მაისის მსვლელობის მონაწილეებს მძიმე ფიზიკური თუ მორალური შეურაცხყოფის გადატანა მოუხდათ მმკ-ს წევრებისა თუ სხვა აგრესორი მოქალაქეების მხრიდან, რამდენიმე მათგანმა სხეულის მძიმე დაზიანებაც კი მიიღო, შესაბამისად, ტელეკომპანიის ეთერში გაჟღერებული ამგვარი დამცინავი დამოკიდებულება არაადამიანური და დამამცირებელი მოქცევაა დაზარალებულთა მიმართ, ასევე - მათი ადამიანური ღირსებისა და პატივის შეურაცხყოფა.

“მაუწყებელთა ქცევის კოდექსის” 32-ე მუხლის თანახმად, მაუწყებელმა თავიდან უნდა აიცილოს ნებისმიერი სოციალური ჯგუფის შეურაცხყოფა, ასევე “მაუწყებლის შესახებ საქართველოს კანონის” 56-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, იკრძალება ისეთი პროგრამების გადაცემა, რომლებიც მიმართულია პირის ან ჯგუფის სექსუალური ორიენტაციის გამო შეურაცხყოფისაკენ.

“იდენტობა” აცხადებს, რომ აღნიშნული კანონებისა და ქცევის კოდექსების მუხლებზე დაყრდნობით ტელეკომპანია “რუსთავი 2” ერთმნიშვნელოვნად ვალდებული იყო, თავიდან აეცილებინა ფიზიკურად შეურაცხყოფილი ადამიანების დაცინვა იუმორისტულ-გასართობი შოუს შემოქმედებითი ჯგუფის მიერ მომზადებულ გადაცემაში. ტელეკომპანია ვალდებულია, გააკონტროლოს ეთერში გასულ გადაცემებში გამოყენებული ლექსიკა და არ დაუშვას პიროვნების დისკრიმინაცია სექსუალური ორიენტაციისა თუ გენდერული იდენტობის გამო.

შესაბამისად, ორგანიზაცია “იდენტობა” ტელეკომპანიის თვითრეგულირების მექანიზმისგან მოითხოვს, დაევალოს “რუსთავი 2”-ის ხელმძღვანელობას შესაბამისი თანამშრომლების მიმართ დისციპლინური ზომების გატარება და საჯაროდ ბოდიშის მოხდა შეურაცხმყოფელი ლექსიკის გამოყენებისათვის.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია1
ჯეიმს აპატურაი: ახალი ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაზე აკეთებს აქცენტს2
„ადამიანი ხე“ განკურნების მოლოდინშია3
ინტერვენციული ცენტრი ‘’მე-9 არხის" მიერ გავრცელებულ უბედურ შემთხვევაზე ინფორმაციას არ ფლობს4
პირველი ლედი ჭიათურის რეგიონალური საავადმყოფოს მუშაობის პროცესით დაინტერესდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X