GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ამერიკული აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპოლომები გადაეცათ
15:11 25.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი ჩახნაშვილი და აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ბასი, გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემიის 2012 წლის კურსდამთავრებულთათვის დიპლომების გადაცემის ცერემონიალს დაესწრნენ.

მინისტრის მოადგილემ სკოლის დამთავრება მიულოცა ახალგაზრდებს და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

ამერიკულ აკადემიას წელს 45 მეთორმეტეკლასელი ამთავრებს, ბევრი მათგანი სწავლას აშშ-ს, დიდი ბრიტანეთისა და ევროპის წამყვან უმაღლეს სასწავლებლებში განაგრძობს, მაგრამ საქმიანობის დაწყებას ისინი  მშობლიურ ქვეყანაში გეგმავენ.

ამერიკული აკადემია 2001 წელს ქართველმა ბიზნესმენმა, გივი ზალდასტანიშვილმა დააარსა. აკადემიას 350-მდე კურსდამთავრებული ჰყავს, მათი უმრავლესობა ჰარვარდის, იელის, პრინსტონის, კოლუმბიის, ბრაუნისა და ემორის უნივერსიტეტებში, ამერიკის სამხედრო და საზღვაო აკადემიებში, მილანში - ბოკონის უნივერსიტეტში, პარიზში - ამერიკის უნივერსიტეტში, ლონდონში -ეკონომიკისა და პოლიტიკურ მეცნიერებათა სკოლაში, შოტლანდიაში - სენტ ენდრიუსის,  ედინბურგის უნივერსიტეტებსა  და მრავალ სხვა ამერიკისა და ევროპის უმაღლეს სასწავლებლებში სწავლობენ.

გასულ წელს საქართველოს  განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ, 2010 წლის საუკეთესო კერძო სკოლად სწორედ  გ. ზალდასტანიშვილის სახელობის აკადემია დაასახელა. თანამედროვე დასავლური პედაგოგიური მეთოდოლოგიის დანერგვასთან ერთად, აკადემიის ერთ-ერთი უპირველესი მიზანია, ღრმად და საფუძვლიანად შეასწავლოს მოსწავლეებს საქართველოს ისტორია და კულტურა, ჩაუნერგოს საქართველოს ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობისადმი პატივისცემა და სიყვარული.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცენტრალურ პარკში მძარცველმა 73 წლის ქალბატონი გააუპატიურა1
მეცნიერების დასკვნით, გაზიანი სასმელების მიღება ქალებში ინსულტს იწვევს2
ფარული ვიდეომასალის მიხედვით კანონიერ ქურდებთან კავშირი გოგა ხაინდრავს ჰქონდა3
შიდა ქართლში პოლიციის ორი ახალი შენობა გაიხსნა4
აფხაზეთი საქართველოსგან დამოუკიდებლობის აღიარებას მოელის5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X