GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თუშეთის ეროვნული პარკის ვებ-გვერდის პრეზენტაცია გაიმართა
15:42 25.05.2012
დღის სიახლეები

ჩეხეთის საელჩოში, თუშეთის ეროვნული პარკის ვებ-გვერდის  - www.tushetinationalpark.com პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე, ჩეხეთის ელჩი ივან იესტრაბი და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარე გიორგი შონვაძე ესწრებოდნენ.

თუშეთის დაცული ტერიტორიების ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის პოპულარიზაციას და ეკო-ტურიზმის განვითარებას. ვებ-გვერდი ჩეხეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით შეიქმნა.

„ჩეხეთის საელჩოესთან ჩვენს სამინისტროს აქვს დიდი ხნის სანიმუშო თანამშრომლობა გარემოს დაცვის კუთხით. მინდა, რომ დიდი მადლობა გადავუხადო ჩეხეთის მთავრობას და ყველას, ვინც ამ პროექტში მონაწილეობდა. ეს საიტი დაეხმარება ერთის მხრივ ტურისტს, რომ მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია თუშეთის შესახებ, სწორად დაგეგმოს მოგზაურობა და მეორეს მხრივ ჩვენ, რომ გავიგოთ, რა უფრო აინტერესებს ტურისტს. თუშეთი არის ჩვენი სიამაყე. წელს, 7 ივლისს, არის თუშეთობა და ყველას გეპატიჟებით თუშეთის ეროვნულ პარკში. ეს არის უნიკალური ზეიმი, როგორც ელჩმა აღნიშნა „ერთ-ერთ ბოლო სამოთხე დედამიწაზე," - განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

ღონისძიებაზე თუშეთის ეროვნული პარკის ფოტოები და საინფორმაციო მასალა იყო წარმოდგენილი.

„ვებ-გვერდი სასარგებლო იქნება როგორც უცხოელი ტურისტებისთვის, ისე ადგილობრივი მოსახლეობისთვის. ჩეხეთიდან ბევრი ტურისტი ჩამოდის თუშეთში და ვებ-გვერდი ხელს შეუწყობს ეროვნული პარკის პოპულარიზაციას და ეკო-ტურიზმის განვითარებას. ეს არის ორ ქყვენას შორის, განსაკუთრებით კი გარემოს დაცვის სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობის ნაწილი," - განაცხადა ჩეხეთის ელჩმა ივან იესტრაბმა.

ვებ-გვერდის გარდა, ჩეხეთის მთავრობამ ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის განვითარების ფარგლებში დააფინანსა ჰელიო სისტემების პროექტი "განახლებადი ენერგია საქართველოს განაპირა რეგიონებისთვის - მზის ბატარეების სისტემა თუშეთში", რომლის შედეგადაც 62 ადგილობრივი ოჯახი უზრუნველყოფილია მზის ენერგომომარაგების სისტემით. პროექტის მიმდინარე მეორე ფაზა კი - მოიცავს ადგილობრივების უზრუნველყოფას წყლის გამაცხელებელი მზის სისტემებით.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
გამყრელიძე: კახეთში სასმელი წყლისა და გაზიფიცირების საკითხი კვლავ პრობლემად რჩება1
ლორთქიფანიძის ფრაქციის წევრები ქუთაისში საზეიმო სხდომას არ დაესწრებიან2
ევროპული მხარე საქართველოში განხორციელებულ რეფორმებსა და მიღწეულ პროგრესს მიესალმება3
ლალიაშვილი: პარლამენტში გამძაფრებული იდენტობის მქონე ჯგუფებს ლობირებენ4
თორდია: სექსუალურ უმცირესობებთან დაკავშირებით, თარგამაძის განცხადება დანაშაულებრივია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X