Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სოფელ დიღომში ქუჩებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიენიჭათ
18:58 25.05.2012
დღის სიახლეები
დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დედაქალაქის რამდენიმე უსახელო ქუჩისთვის ახალი სახელების მინიჭების შესახებ იმსჯელეს. სახელებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ დღეს 6 საკითხი წარმოადგინა.

როგორც ლაშა იმედაშვილმა განმარტა, ქუჩების სახელების მიზანშეწონილობა სხდომაზე გამოტანამდე კომისიაში იქნა განხილული.

საკრებულოს წევრების თანხმობის შედეგად, ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელი დიღომის უსახელო ქუჩებს, მასთან არსებულ ჩიხებს და შესახვევებს, ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების შემდეგი სახელები მიენიჭათ:

პირობითად 48-ე ქუჩას - მურადინ - ფრიდონის ქუჩა, 52-ე ქუჩას – მელიქ -სურხავის ქუჩა, 53-ე ქუჩას – მულღაზანზარის ქუჩა, 54-ე ქუჩას - გულანშაროს ქუჩა, 55-ე ქუჩას – ფატმანის ქუჩა, 56-ე ქუჩას – როსტევანის ქუჩა, 58-ე ქუჩას – უსენის ქუჩა, 59-ე ქუჩას – ასმათის ქუჩა, 60-ე ქუჩას - თინათინის ქუჩა, 68-ე ქუჩას - დავარის ქუჩა, 73-ე ქუჩას – შერმადინის ქუჩა, 74-ე ქუჩას – ნესტან დარეჯანის ქუჩა, 78-ე ქუჩას – ავთანდილის ქუჩა, 79-ე ქუჩას – ტარიელის ქუჩა, 87-ე ქუჩას – ხატაეთის ქუჩა, 94-ე ქუჩას –  ვეფხისტყაოსნის ქუჩა, 95-ე ქუჩას –  ჭაშნაგირის ქუჩა, 98-ე ქუჩას –  ფარსადანის ქუჩა, ხოლო 106-ე ქუჩას –  რამაზის ქუჩა ეწოდათ.

დღესვე საკრებულოს დეპუტატებმა, ვაკე-საბურთალოს რაიონში, ილია ჭავჭავაძის გამზირის გაგრძელებაზე არსებული ქაქუცა ჩოლოყაშვილის გამზირისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის მინიჭების შესახებ იმსჯელეს. შეგახსენებთ, რომ დედაქალაქში უკვე არსებობს ქაქუცა ჩოლოყაშვილის ქუჩა, რომლიც ყოფილი 5 დეკემბრის ქუჩას 1991 წელს ეწოდა.

ასევე სახელები მიენიჭათ სხვადასხვა რაიონებში არსებულ უსახელო ქუჩებსა და ჩიხებს. 

დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში, სახალხო გმირის - ნადირა ხოშარაულის ქუჩასთან მდებარე უსახელო შესახვევს და ჩიხს ნადირა ხოშარაულის სახელი ეწოდა. ისანი-სამგორის რაიონში, ქართველი ფერმწერის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის დავით კაკაბაძის ქუჩასთან მდებარე ორ უსახელო შესახვევს კი დავით კაკაბაძის სახელი მიენიჭა.

ვაკე-საბურთალოს რაიონში, სოფელ დიღომში, ე.წ. “ტოიოტა ცენტრი”-ს  მიმდებარე ტერიტორიასთან  მდებარე  უსახელო ქუჩას დღეიდან 2008 წლის რუსეთ–საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ილია შეყლაშვილის სახელი დაერქვა. 

რაც შეეხება ვაკე-საბურთალოს რაიონში მდებარე აკურის ქუჩას, დღევანდელ სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, მას ქართველი კომპოზიტორის, საქართველოს სახალხო არტისტის, ბიძინა კვერნაძის სახელი მიენიჭა.

internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შინ დაბრუნებულ მშობლებს 14 წლის მოზარდი ჩამომხრჩვალი დახვდათ1
სოფელ დიღომში ქუჩებს ვეფხისტყაოსნის პერსონაჟების სახელები მიენიჭათ2
მიხეილ სააკაშვილი: ბათუმი საუკეთესო და ულამაზესი პლაჟით იქნება გამორჩეული3
დღეს საღამოს ძლიერი ქარი შესუსტდება და კვლავ გამოიდარებს4
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X