GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ქართველ მოსამართლეებს შვედეთში ტრენინგები ჩაუტარდებათ
13:01 28.05.2012
დღის სიახლეები

ქართველ მოსამართლეებს, კონკურენციის კანონმდებლობაში კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, სექტემბერიდან შვედეთში ტრენინგები ჩაუტარდებათ.

დღეს, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტს პრემიერ–მინისტრის მთავარმა მრჩეველმა, ვახტანგ ლეჟავამ ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შექმნის შესახებ მიმდინარე მოლაპარაკებების ეტაპები გააცნო.

ლეჟავას ინფორმაციით, პირველი ეტაპი მოსამზადებელი სამუშაოები იყო,  ივნისის ბოლოს კი მეორე ეტაპი, ტექსტებზე მუშაობა დაიწყება.

მისი შეფასებით, ეს პროცესი მნიშვნელოვანი და შრომატევადია.

„ევროკომისიის თხოვნაა, რომ ტექსტების შინაარსი დახურული დარჩეს. თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ ყველა საკითხს მოიცავს, რომელიც ვაჭრობასთანაა დაკავშირებული. საბაჟო ტარიფებიდან დაწყებული, კონკურენციის საკითხებით დასრულებული. მოლაპარაკებების პროცესი, დაახლოებით, ორი წლის ფარგლებში დასრულდება. შეთანხმება სრულად და ფორმალურად, მას შემდეგ ამოქმედდება, რაც ასოცირების ხელშეკრულების რატიფიცირებას ევროკავშირის ყველა წვერი ქვეყანა მოახდენს. თუმცა, იმის გამო, რომ ვაჭრობა ევროკომისიის კომპეტენციაა, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ, ის ასოცირების შეთანხმების რატიფიცირებამდე, ხელმოწერისთანავე ამოქმედეება“, – დასძინა მან.

ამასთან, შვედეთის განვითარების სააგენტოს დახმარებით, კონკურენციის სააგენტოს თანამშრომელთა სწავლებაც იგეგმება.

შეგახსენებთ, რომ 2011 წელს კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოები გაერთიანდნენ, სადაც 59 ადამიანი არის დასაქმებული.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილმა გატაცებული ძმის გამოსასყიდი თანხა არ გადაიხადა (VIDEO)1
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" განცხადება მუქარის ფაქტების შესახებ2
აინარს ბაგატსკისი: „საქართველო ჯგუფის ფავორიტია“3
დაკარგული 12 წლის გოგონას ცხედარს პოლიციამ ბებიის სახლში მიაკვლია4
საქართველოს ალექსანდრე ვერშბოუ ეწვევა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X