GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარაკებების პირველი რაუნდი გაიმართა
14:40 29.03.2012
დღის სიახლეები

საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ შეთანხმების ტექსტის შემუშავების მიზნით, მოლაპარაკებების მეცხრე პლენარული სესია გაიმართა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სესიის ფარგლებში, 27-29 მარტს, თავისუფალი ვაჭრობის სივრცეზე მოლაპარაკებების პირველი რაუნდი ჩატარდა.

შეხვედრაზე მხარეებმა შეთანხმების პრეამბულა, პოლიტიკური დიალოგი და რეფორმა, ერთიანი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობა; მართლმსაჯულება, თავისუფლება და უსაფრთხოება და ინსტიტუციური, ზოგადი და დასკვნითი დებულებები განიხილეს. ასევე, შეაჯამეს მესამე სამუშაო ჯგუფში (ფინანსური, ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობა) მიღწეული პროგრესი და ღრმა და ყოვლისმომცველ თავისუფალ სავაჭრო სივრცეზე მიმდინარე მოლაპარაკებების შედეგები.

საქართველოს დელეგაციას, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, თორნიკე გორდაძე ხელმძღვანელობდა. დელეგაციაში, ასევე, შედიოდნენ საქართველოს შესაბამისი უწყებების წარმომადგენლები. ევროპული მხარის დელეგაციას ხელმძღვანელობდა ევროპული მხრიდან მთავარი მომლაპარაკებელი, ევროპული საგარეო ქმედებათა სამსახურის ევროპისა და ცენტრალური აზიის მმართველი დირექტორის მოადგილე გუნარ ვიგანდი.

საგარეო უწყების ინფორმაციით, საქართველოსა და ევროკავშირს შორის, ასოცირების შესახებ მომავალი შეთანხმება  საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ „პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას" ჩაანაცვლებს, რაც ურთიერთობების მნიშვნელოვნად გაღრმავებას და თანამშრომლობას ახალ, ხარისხობრივად უფრო მაღალ დონეზე გადასვლას ითვალისწინებს.

„აღნიშნული შეთანხმება საქართველოს მისცემს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეტაპობრივი ეკონომიკური ინტეგრაციის შესაძლებლობას. DCFTA

წარმოადგენს საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმების შემადგენელ კომპონენტს. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ზონის დაარსება, ხელს შეუწყობს საქართველოს გახდეს უფრო კონკურენტუნარიანი და შეეძლოს ევროკავშირის შიდა ბაზრით სარგებლობა. ასევე, უზრუნველყოფს ქვეყნის ეკონომიკურ ინტეგრაციას ევროკავშირში“,- ნათქვამია საგარეო უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
ბენ ლადენის ცოლები საუდის არაბეთმა შეიფარა2
„გირჩის“ ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ქუთაისში სასულიერო პირის სახლიდან მარიხუანა ამოიღეს3
დავით ნარმანია საშემოდგომო გაწვევის პროცესს დაესწრო4
ფინეთი - საქართველო 1:15
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X