GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ელვის პრესლის საფლავს აუქციონზე გაიტანენ
16:16 29.05.2012
დღის სიახლეები

საფლავი, რომელშიც ლეგენდარული მომღერალი ელვის პრესლი თავდაპირველად დაკრძალეს, Music Icons-ის აუქციონზე გაიყიდება. ამის შესახებ Ace Showbiz-ი იტყობინება.

როკენროლის მეფის გრეისლენდში, ქალაქ მემფისში, გადასვენების შემდეგ, აღნიშნული საფლავი ცარიელია. მისი საწყისი ფასი 100 ათასი დოლარია. აუქციონი 23 და 24 ივნისს გაიმართება.

როგორც ვაჭრობის ორგანიზატორმა დარენ ჟიულიენმა New York Times-თან განაცხადა, ელვის პრესლის ყველა ჭეშმარიტი თაყვანისმცემლისთვის ეს შენაძენი ნამდვილი საჩუქარი იქნება.

ელვის პრესლი 1977 წლის 16 აგვისტოს, 42 წლის ასაკში გარდაიცვალა. იგი 2 თვის განმავლობაში იყო დასვენებული დედის საფლავის მახლობლად, ფორესტ ჰილის სასაფლაოზე.

როკენროლის მეფის საფლავის გარდა, Music Icons-ის აუქციონზე ემი უაინჰაუსის სამოსიც გაიყიდება, რომელიც მომღერალს Rehab-ის კლიპში აცვია. ასევე, გამოტანილი იქნება სიგარეტები The Beatles-ის წევრთა ხელმოწერებითა და Meat Loaf-ის მუსიკოსების კუთვნილი ჩინური კერამიკული ძაღლები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს1
შალვა ნათელაშვილი: მომხდარზე სააკაშვილმა და ივანიშვილმა პასუხი ერთად უნდა აგონ2
მოხუცმა ქალმა ნათესავი გოგონა რკინის მაშით მოკლა3
პროკურატურა სერჟანტის მიერ ჯარისკაცის თვითმკვლელობამდე მიყვანისთვის 4 წლიან პატიმრობას ითხოვს4
ებრაელები ქრისტიანულ მონასტერს თავს დაესხნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X