GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კვლევის შედეგებით პოლიციელის პროფესია მზარდი პოპულარობით სარგებლობს
16:01 30.05.2012
დღის სიახლეები

საინფორმაციო ცენტრმა, შს სამინისტროში საკონკურსო წესით ჩარიცხული აპლიკანტების შესახებ სტატისტიკურ-ანალიტიკური მონაცემები გამოაქვეყნა.

შსს-ს ინფორმაციით, „წინამდებარე კვლევაში წარმოდგენილია 2009-2011 წწ. პერიოდში შს სამინისტროს პატრულ-ინსპექტორისა და უბნის ინსპექტორების თანამდებობებზე მისაღები კანდიდატების რაოდენობრივი მახასიათებლები, გენდერული და რეგიონალური სეგმენტაცია, ასაკობრივი გრადაცია და შსს აკადემიის ბაზაზე სპეციალიზირებული კურსების გავლის წარმატებულობის ინდექსის განაწილება წლების მიხედვით.

კვლევის მიზანია საკონკურსო-საატესტაციო წესით შს სამინისტროს შემადგენლობაში მსურველთა სააპლიკაციო ფორმით მიღების პროცესის მაქსიმალური გამჭირვალობისა და პროცედურული გამარტივების, აგრეთვე ფართო საზოგადოებრიობისათვის ხელმისაწვდომობისა  და ტრანსპარენტულობის უზრუნველყოფა.

ზოგადად, შს სამინისტროს რიგებში მიღების ეტაპები გულისხმობს განაცხადის შეტანას, ტესტირებას, გასაუბრებას და შესაბამისი სამედიცინო კომისიისა და შსს აკადემიის სპეციალიზირებული საბაზისო მომზადების კურსების წარმატებით გავლის შემდეგ, საკონკურსო წესით გამოცხადებულ ვაკანტურ თანამდებობაზე ჩარიცხვას.

2009-2011 წლებში, უბნის ინსპექტორთა სპეციალიზირებული საბაზისო მომზადების კურსი გაიარა 1366, ხოლო პატრულ-ინსპექტორთა მომზადების კურსი - 610 კანდიდატმა.

კურსების წარმატებით დასრულების ინდექსი დასახელებული პერიოდის განმავლობაში ორივე მიმართულებით იზრდება: უბნის ინსპექტორთა შემთხვევაში 63-დან 69, ხოლო პატრულ-ინსპექტორთა შემთხვევაში კი - 77-დან 83 პროცენტამდე. განაცხადების ჯამურ რაოდენობასთან შედარებით კი წარმატებულობის საშუალო შეწონილი მაჩვენებელი პატრულ-ინსპექტორთა მიმართულებით ყოველი მე-6, ხოლო უბნის ინსპექტორთა მიმართულებით კი ყოველი მე-8 კანდიდატია.

ასაკობრივი განაწილების მიხედვით, ყველაზე აქტიური კატეგორიაა 18-25 წლის ინტერვალში მყოფი პირები, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ახალგაზრდა თაობაში პოლიციელის პროფესია სულ უფრო მზარდი პოპულარობით სარგებლობს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შს სამინისტრო ირაკლი ღარიბაშვილის უწყებაში ვიზიტის კადრებს ავრცელებს (VIDEO)1
ხაჩირაშვილი: ნუ დაგვავიწყდებათ, ეს ხალხის არჩევანია...2
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს3
საბურთალოს რამოდენიმე ქუჩას გაზის მიწოდება შეუწყდა4
ტელეკომპანია “რეალ TV” გაიყიდა (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X