GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინი: მასწავლებლების გათავისუფლება არ იგეგმება
13:53 31.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მასწავლებელთა გათავისუფლებას არ გეგმავს. ამის შესახებ განცხადება დიმიტრი შაშკინმა დღეს მასწავლებლის სახლში პედაგოგებთან შეხვედრაზე გააკეთა.

მინისტრის განცხადებით, რეგიონებში ის ხშირად ხვდება პედაგოგებს, რომელთა თქმით, ბოლო პერიოდში  გახშირდა შემთხვევები, როდესაც მათ პოლიტიკოსები ხვდებიან და ატყობინებენ თითქოს სამინისტრო და ხელისუფლება მასწავლებელთა გათავისუფლებას გეგმავს.

დიმიტრი შაშკინი ამ ინფორმაციას სიცრუეს უწოდებს. მასწავლებლებთან კონტრაქტს აფორმებს სკოლის ადმინისტრაცია. მინისტრის განცხადებით, ყველა დირექტორს შეხვდა და მათი მხრიდან არავითარი შემცირება არ იგეგმება.

შაშკინმა კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მასწავლებელთა სერტიფიცირების პროცესი 2014 წლის ჩათვლით ნებაყოფლობითია და ყველა მასწავლებელს გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა რამდენჯერმე აქვს. გამოცდის შედეგი კი კონფიდენციალურია და მის სამსახურზე არ მოქმედებს. შედეგი მხოლოდ ხელფასზე აისახება. 

მასწავლებლის სახლი სწორედ სასერტიფიკაციო გამოცდებისთვის ამზადებს პედაგოგებს. ტრენინგები, თბილისის პარარელურად, ქუთაისის მასწავლებლის სახლსა და საქართველოს სხვა რეგიონებშიც მიმდინარეობს. მასწავლებლის სახლში ტრენინგების გავლა ნებისმიერი მსურველისთვის უფასოა. სპეციალურად ტრენინგებისთვის გამოყოფილი 10 აუდიტორია აღჭურვილია საჭირო აპარატურით. პედაგოგებს აქ კვალიფიკაციის ასამაღლებლად ყველა პირობა აქვთ შექმნილი.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მარგველაშვილი: ჯერ ერთი, საკითხავია, რამდენად არის განსახილველი ეს საკითხი1
გონიო–სარფის მაგისტრალზე მომხდარი ავტოავარია მსხვერპლით დასრულდა2
აგვისტოს ომის დროს დაღუპული კაპრალის დაკრძალვას ბიძინა ივანიშვილიც დასწრო3
კომპანია ACT-იმ ახალი მინისტრების რეიტინგები გამოაქვეყნა4
მერიის წინ მიმდინარე აქციის მონაწილეებს მამუკა ქაცარავა ხვდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X