GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
საატესტატო გამოცდების შედეგები გამოქვეყნდა
16:16 31.05.2012
დღის სიახლეები

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო საატესტატო გამოცდების დასრულებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:

„2011-2012 სასწავლო წლის საატესტატო გამოცდები წარმატებით დასრულდა.  მოსწავლეებმა  თავიანთი შესაძლებლობები 8 საგანში გამოსცადეს. გამოსაშვებ გამოცდებში ათასობით ადამიანი იყო ჩართული. გამოცდების ორგანიზება და მაღალ დონეზე ჩატარება სამინისტროს  გამოცდების   ეროვნული ცენტრისა და  სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის თანამშრომლებმა უზრუნველყვეს. მნიშვნელოვანია, რომ მიუხედავად გატარებული საკადრო პოლიტიკისა, საატესტატო გამოცდებს საფრთხე არ შექმნია და მაღალი შედეგებით დასრულდა.

მიმდინარე წელს გამოსაშვებ გამოცდებში მონაწილეთა მხოლოდ 5%-ზე ნაკლებმა ვერ გადალახა ბარიერი (5.5), მაშინ როდესაც გასულ წელს 17%-მა ვერ დაძლია საატესტატო გამოცდები, რომელზედაც, მინისტრის გადაწყვეტილებით, სამ საგანში ბარიერი  დაწეული იყო და  5.2-ით განისაზღვრებოდა.

საატესტატო გამოცდები გასული წლის მსგავსად წელსაც "CAT”-ის ტიპის საგამოცდო მოდელით ჩატარდა. გამოცდების უხარვეზოდ წარმართვა და მისი ტექნიკური უზრუნველყოფა სამინისტროს განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ განახორციელა. ყველა საგამოცდო ოთახში ჩართული იყო  ვიდეო კამერები და ხმის ჩამწერი აპარატურა. პროცესს 2 000-ზე მეტი მეთვალყურე და 600  IT სპეციალისტი აკვირდებოდა,“ - ნათქვამია განცხადებაში.

საატესტატო გამოცდებში 41 ათასამდე მოსწავლე იღებდა მონაწილეობას.  საგნების მიხედვით, საშუალო 8 ქულა დაფიქსირდა.  ბარიერი ვერ გადალახა:

                                                 2012 წელს      2011 წელს

ქართული ენა  და ლიტერატურა           1%                       20%    

უცხო ენა                                                  3%                       20%

ისტორია                                                  1%                       10%

გეოგრაფია                                               1%                       10%

ფიზიკა                                                     3%                       25%

ქიმია                                                        1%                        25%

ბიოლოგია                                               1%                       10%

მათემატიკა                                              1%                        20%

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო1
სანტა კლაუსმა მაღაზია დააყაჩაღა2
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს3
პრეზიდენტის სიძე რესპუბლიკურ საავადმყოფოშია გადაყვანილი4
ტელეკომპანია იმედი: მინდია გოგოჭური მისივე მეგობარმა დაჭრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X