GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სახალხო დამცველისა და საიას ერთობლივი პროექტის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა
17:43 31.05.2012
დღის სიახლეები

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისა და საქართველოს სახალხო დამცველის ერთობლივი  პროექტის, „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ პირველი ფაზის შემაჯამებელი შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრა მიზნად ისახავდა, როგორც პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიმოხილვას, ასევე სასჯელაღსრულების დაწესებულებებისა და დროებით მოთავსების იზოლატორების მონიტორინგის შედეგების პრეზენტაციას.

ერთობლივი პროექტი, რომელიც 2011 წლის აპრილში დაიწყო, რამდენიმე მიმართულებას მოიცავს. ერთ-ერთი მიმართულება პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებაა. აღნიშნული მიმართულების ფარგლებში,  პრევენციის ეროვნული მექანიზმის მიერ განხორციელებულ მონიტორინგში საიას სამი წარმომადგენელი  მონაწილეობდა. მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა და მიზნად ისახავდა აღმოსავლეთ საქართველოს სასჯელაღსრულების დაწესებულებებსა და დროებითი მოთავსების იზოლატორებში ადამიანის უფლებების კუთხით არსებული სიტუაციის შესწავლას.

შეხვედრა შეეხო პრევენციის ეროვნული მექანიზმის ზაფხულისა და ზამთრის მონიტორინგების შედეგად გამოკვეთილ პრობლემატურ საკითხებს, როგორიცაა:  არასათანადო მოპყრობის ფაქტები პენიტენციური სისტემის რიგ დაწესებულებებში; არაეფექტური გამოძიება; დეტალური სტატისტიკური ინფორმაციისადმი არახელმისაწვდომობა.

მიუხედავად იმისა, რომ მონიტორინგის სპეციალურ ფოკუსს არასათანადო მოპყრობა წარმოადგენდა, ჯგუფმა ასევე შეისწავლა ისეთი საკითხები, რომლებიც უშუალო კავშირში შეიძლება აღმოჩნდეს არასათანადო მოპყრობასთან. ესენია: პატიმრობის პირობები, დისციპლინა და დასჯა, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირების მდგომარეობა, დაწესებულების პერსონალი, პატიმართა მიღება-განთავსება, სასჯელის მოხდის დახურული რეჟიმი. 

პრევენციის ეროვნული მექანიზმის გაძლიერებასთან ერთად, პროექტი მიზნად ისახავს პენიტენციურ სისტემაში არსებული პრობლემების ადვოკატირებას, პატიმართა უფასო იურიდიულ დახმარებას და ცნობიერების ამაღლებას.

პროექტის „პატიმართა უფლებების გაუმჯობესება - ერთობლივი ადვოკატირება“ მეორე ფაზა 2012 წლის ივნისში დაიწყება.

შეხვედრაზე მიწვეულნი იყვნენ საერთაშორისო ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა1
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს2
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ახალი მთავრობა დამტკიცდა3
შსს-მ „ქართული ოცნების“ 3 წევრი დააკავა4
ფოტორეპორტაჟი განახლებული თელავიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X