GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პრეზიდენტის ბრძანებულებით „კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენცია დამტკიცდა
09:00 02.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის №450  ბრძანებულებით, მიმდინარე წლის 1-ელ ივნისს, „კიბერდანაშაულის შესახებ“ კონვენცია დამტკიცდა.

კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტის (ა) ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებებისთვის სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეიძლება დადგეს იმ შემთხვევაში, როდესაც მოწყობილობა, კომპიუტერული პროგრამის ჩათვლით, განკუთვნილია ან ადაპტირებულია კონვენციის მე-2-დან მე-5 მუხლის ჩათვლით განსაზღვრული ქმედებების ჩადენის მიზნით.

კონვენციის 24-ე მუხლის მე-7 პუნქტის (ა) ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველო აცხადებს, რომ ხელშეკრულების არარსებობის შემთხვევაში, ექსტრადიციაზე მოთხოვნის მიღებისა და გაცემისათვის ან წინასწარ პატიმრობისათვის პასუხისმგებელი ცენტრალური ხელისუფლება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

კონვენციის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის (გ) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ ურთიერთდახმარების შესახებ მოთხოვნების გაგზავნისა და მათზე პასუხის გაცემისათვის, ასეთი მოთხოვნის შესრულებისათვის ან მათ შესასრულებლად პასუხისმგებელ შესაბამის კომპეტენტურ უწყებაში გადაგზავნისათვის პასუხისმგებელი ცენტრალური ხელისუფლება არის საქართველოს იუსტიციის სამინისტრო.

კონვენციის 35-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველო განსაზღვრავს ეროვნულ საკონტაქტო პუნქტს კიბერდანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში თანამშრომლობისათვის, რომელიც ხელმისაწვდომია 24 საათი 7 დღის განმავლობაში:

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო;

კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი;

კონვენციის მე-40 მუხლისა და 27-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ე) ქვეპუნქტის თანახმად, საქართველო აცხადებს, რომ ეფექტიანობის უზრუნველყოფის მიზნით, 27-ე მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, ურთიერთდახმარების თაობაზე გაკეთებული მოთხოვნები უნდა წარედგინოს მის ცენტრალურ ხელისუფლებას.

Internet.ge
აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ვალდას ზატლერსი: „ჩვენ გაურკვევლობის ეპოქაში ვცხოვრობთ"1
საქართველოს პატრიარქს ამ დროისთვის ოპერაცია არ ესაჭიროება2
ქსნის მე-15 დაწესებულებაში პატიმრებმა პირი ამოიკერეს3
პარლამენტის თავმჯდომარის პრესასთან ურთიერთობის საკითხებს ნათია ახალაია მოაგვარებს4
კახი კალაძე სამინისტროში საქმიანობას ორშაბათიდან შეუდგება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X