Carpet Cleaning Calgary Locksmith Toronto
GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
08:40 04.06.2012
დღის სიახლეები
ვერძი: დამატებითი ცოდნისა და ინფორმაციის მიღება სასმომავლო მიზნების მიღწევაში დაგეხმარებათ. ინტელექტუალური საქმიანობა და საშუამავლო ოპერაციები შემოსავლის წყაროდ იქცევა. ყოველდღიურ ცხოვრებაში ცვლილებებს შეიტანს მთვარის დაბნელება. საბანკო და საფინანსო ოპერაციების შესრულებისას განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო. სჯობს დროებით არაფერი დიდი არ შეიძინოთ. საყვარელ ადამიანზე ნუ გაბრაზდებით და წყენას გულში ნუ ჩაიდებთ, რათა ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ.

კურო: ცხოვრებისეული ცვლილებები დაუკავშირდება უცხოელებს ან სხვა ქალაქში მცხოვრებ ადამიანებს. საქმიანი პარტნიროების ძიებისას გაიცნობთ საინტერესო და მაღალი თანამდებობის მქონე ადამიანებს. შესაძლოა დაფიქრდეთ უცხო ენის შესწავლაზე, პროფესიონალური ცოდნის ამაღლებაზე ან სწავლის გაგრძელებაზე. მოგზაურობა და მივლინებები ახალ სასიკეთო პერსპექტივებს გადაშლის თქვენს წინაშე. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობამ შეიძლება ცვლილებები განიცადოს.

ტყუპები: რაც უფრო რეალისტურად შეაფასებთ სიტუაციას, მით ნაკლებ შეცდომებს დაუშვებთ მოქმედებისას. ამ პერიოდში მეტად დამოუკიდებელი და თავდაჯერებული გახდებით და გაგიჩნდებათ სულიერი და მატერიალური სიმყარის მოთხოვნილება. ემოციური არეულობა სირთულეებს შეგიქმნით სასიყვარულო ურთიერთობასა და ხელმძღვანელ პირებთან დამოკიდებულებაში. კარდინალურად ნურაფერს შეცვლით ცხოვრებაში, რადგან არჩევანის გაკეთებისას შეიძლება დაუშვათ შეცდომები. მოგზაურობა სჯობს გადადოთ.

კირჩხიბი: შემოქმედებითად იქნებით განწყობილი და შესაძლოა ადვილად შეცვალოთ ცხოვრების ჩვეული წესი. მთვარის დაბნელება გაუთვალისწინებელ მოვლენებს გიქადით, რაც ემოციურ არასტაბილურობას გამოიწვევს. დროა შექმნათ რაიმე საკუთარი და მეტად დამოუკიდებელი გახდეთ. გამოიყენეთ ეს დღეები ახალი სტრატეგიის შესამუშავებლად, მაგრამ განხორციელება სხვა დროისთვის აგდადეთ. ეს კარგი დროა სამეცნიერო საქმიანობისთვის და სხვათა საიდუმლოებების გასაგებად. რომანტიული ურთიერთობა კი მხოლოდ თქვენს ფანტაზიაში ჰპოვებს ადგილს.

ლომი: მთვარის დაბნელება ემოციურ უმდგრადობას გიქადით, რაც აისახება თქვენს საქმიანობაზეც და შესაძლოა დაამუხრუჭოს სამომავლო პროექტების განვითარება. ნუ ენდობით უცნობ ადამიანებს, მით უმეტეს მოგზაურობისას. კრიზისულ სიტუაციას თავს აარიდებთ ინტუიციის მეშვეობით. იურთიერთეთ საინტერესო და მხიარულ ადამიანებთან, რათა გაგიადვილდეთ შრომაცა და დასვენებაც. მეგობრული ურთიერთობა ადვილად შეიძლება გადაიზარდოს სასიყვარულოში, რაც მეგობრულ წრეში პრობლემებს შეგიქმნით.

ქალწული: ყველა საქმე გეგმაზომიერად შეასრულეთ, კრიტიკულად შეაფასეთ და დაუკვირდით წვრილმანებს. გაგიჭირდებათ საქმიანი პარტნიორული ურთიერთების დამყარება და განვითარება. წარმატებას მოგიტანთ თქვენი კონტაქტურობა და სირთულეების სწრაფად გადალახვის უნარი. მთვარის დაბნელება ახალ შთაბეჭდილებებსა და ცხოვრების ჩვეულ წესის შეცვლაზე იმოქმედებს. შესაძლოა მოგიწიოთ ფულის ხელმომჭორნედ ხარჯვა და ზოგიერთი შენაძენისაგან თავის შეკავება. ფიზიკურად ნუ გადაიტვირთებით და შეძლებისდაგვარად ხშირად დაისვენთ.

სასწორი: ურთიერთობისა და ახალი ინფორმაციის მიღების სურვილი დაგემარებათ როგორც პროფესიონალური, ისე პირადი კონტაქტების დამყარებაში. სამსახურში მოგიწევთ დამატებითი ვალდებულებების აღება, ან მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთება. დაღლილობის შემთხვევაში აუცილებლად დაისვენეთ და აღიდგინეთ ძალები, რათა არ გაგირთულდეთ ქრონიკული დაავადებები. მოგზაურობისას ყურადრებით იყავით უცნობი ადამიანების მიმართ, რათა არაფერი მოგპარონ ან მოგატყუონ.

ღრიანკალი: საეჭვო ან სარისკო ფინანსურ შემოსავალზე სჯობს უარი თქვათ. სულიერი განცდები გიბიძგებთ ზოგიერთი ურთიერთობის გაწყვეტისკენ. პიროვნული თვისებების უკეთ წარმოჩენასა და სამომავლო მიზნების დანახვას ხელს შეუწყობს სწავლა, დამატებითი უნარების ათვისება და ინფორმაციის მიღება. მხარდაჭერას მიიღებთ ახლობლებისა და მეგობრებისაგან. ნებისმიერ სასიკეთო შესაძლებლობას ამ პერიოდში მაქსიმალურად გამოიყენებთ, მათ შორის სასიყვარულო ურთიერთობებშიც.

მშვილდოსანი: მთვარის დაბნელება ბევრ ახალ მოვლენასა და შეგრძნებას მოიტანს. შეიძლება თქვენს წინაშე შემოსავლის ახალი პერსპექტივები გამოჩნდეს, მაგრამ ნუ იჩქარებთ მათ გამოყენებას. თქვენი გეგმების განხორციელებას ბევრი შრომა დასჭირდება და შეიძლება აუცილებელი გახდეს ზოგიერთი უსიამოვნების მოგვარებაც. შეიძლება დაუპირისპირდეთ რომელიმე მეგობარს. საყვარელი ადამიანის ან მეუღლის სირთულეების მოგვარებაც თქვენ მოგიწევთ. საქმიანი გადაადგილებები და მოგზაურობები დასვენების საშუალებას არ მოგცემთ.

თხის რქა: მთვარის დაბნელება ემოციურ არასტაბილურობას გიქადით. შესაძლოა მოინდომოთ ვინმესთან, ან რამესთან განშორება. დასახული მიზნების მიღწევისა და გეგმების შესრულებისას ეცადეთ ზედმეტად თავი არ დაიტვირთოთ. მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან თბილი და გულწრფელი დამოკიდებულება დადებითად აისახება თქვენს შინაგან მდგომარეობაზე. სპორტული ვარჯიში, თამაშები და საზოგადოებრივ ღონისძიებებში მონაწილეობა თქვენს ცხოვრებას გაალამაზებს და გაამრავალფეროვნებს.

მერწყული: უცხოელებთან, ან უცხოურ კომპანიებთან  საქმიან ურთიერთობებში წარმატების მისაღწევად მოგიწევთ დამატებითი ძალების გაღება და ახალი მეთოდების მოფიქრება. ბავშვებს შესაძლოა შეექმნათ სირთულეები სწავლაში, რაც თქვენი ნერვიულობის საბაბი გახდება. ხშირად მოგეძალებათ სიზარმაცისა და დაღლილობის შეგრძნება. კარგი იქნება, თუ პერიოდულად შეისვენებთ. ზედაპირული სასიყვარულო და რომანტიული საუბრები და შეხვედრები შესაძლოა კამათით დასრულდეს.

თევზები: მთვარის დაბნელება თქვენში ემოციურ არასტაბილურობას გააძლიერებს. გაიზრდება ოჯახთან და სახლთან დაკავშირებული საქმეების რაოდენობა. შემცირდება კონტაქტებისა და გადაადგილებების რაოდენობა. ფინანსური და საქმიანი გადაწყვეტილებების მიღებისას ეცადეთ ყველა ვარიანტი განიხილოთ და არჩევანი შეაჩეროთ ყველაზ მოკლე გზაზე, რაც ენერგიისა და საშუალებების ყველაზე ნაკლებ ხარჯს მოითხოვს. ახლობელი ადამიანები დაგეხმარებიან საქმეებისა და იდეების დასრულებაში. ფლირტი შეიძლება სერიოზულ გრძნობაში გადაიზარდოს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ცარბნოხი: ევროკავშირი მზად არის საქართველოს დემოკრატიული რეფორმების განხორციელებაში დაეხმაროს1
ცნობილი ექიმის ოჯახი დააყაჩაღეს2
ლარი ისევ უფასურდება3
ჯორჯ მაიკლის გარდაცვალების მიზეზი ამ დრომდე უცნობია4
კომერციული ტარიფი ძვირდება, სამომხმარებლო - არა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X