GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
სასჯელაღსრულების სამინისტრო გარდაცვლილი პატიმრის შესახებ განცხადებას ავრცელებს
18:37 04.06.2012
დღის სიახლეები

ხათუნა კალმახელიძის უწყება მიმდინარე წლის 9 მაისს გარდაცვლილი პატიმრის უფლებადამცველის საპასუხოდ განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„საქართველოს სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს მსჯავრდებულ ვალერი ჯაფარიძის  გარდაცვალებასთან დაკავშირებით, რომელიც რესპუბლიკურ საავადმყოფოში, 9 მაისს გარდაიცვალა.

მსჯავრდებულის უფლებების დამცველის მიერ გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, რომ მან დაცვის ქვეშ მყოფი გარდაცვალებიდან 20 დღის შემდეგ  მოიკითხა და არ იყო საქმის კურსში არც მისი ადგილსამყოფელის და არც მისი მკურნალობის შესახებ. როგორც  ჩანს, არც ოჯახს ჩაუთვლია საჭიროდ მისი ინფორმირება.

ადვოკატი ცალსახად არღვევს ეთიკის ნორმებს როდესაც გარდაცვლილის ოჯახის წევრებთან შეუთანხმებლად ავრცელებს არაერთგვაროვან ინფორმაციას, რომელიც, ცხადია, მიზანმიმართულად გათვლილია საზოგადოების შეცდომაში შეყვანაზე, რაც კიდევ ერთხელ ამჟღავნებს ბოლო პერიოდში გამოკვეთილ სამწუხარო ტენდენციას მსჯავრდებულთა გარდაცვალების ფაქტებით სპეკულირების თობაზე.

სამინისტრომ, თავის მხრივ, პატიმრის გარდაცვალებასთან დაკავშირებით ინფორმაცია მიაწოდა ოჯახს, დაიწყო გამოძიება და დანიშნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა.

სამინისტრო კონფიდენციალურობის პრინციპიდან გამომდინარე არ ახმოვანებს მსჯავრდებულის დიაგნოზის და მისი მკურნალობის პროცესის შესახებ ინფორმაციას, თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ მსჯავრდებულს უტარდებოდა ავადმყოფობის სრულიად ადეკვატური მკურნალობის კურსი.

სამინისტრო კიდევ ერთხელ  მიმართავს თხოვნით საზოგადოებას, იმის გათვალისწინებით, რომ გარკვეული სუბიექტები ცდილობენ მსჯავრდებულთა მდგომარეობით სპეკულირებას - არ აყვნენ მცდარ ინფორმაციას.

სამინისტრო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ ყოველთვის მზადაა საზოგადოებას მიაწოდოს ყოველგვარი საჯარო ინფორმაცია და ყველა საკითხთან დაკავშირებით ითანამშრომლოს ნებისმიერ კონსტრუქციულ მხარესთან“.

ცნობისთვის, ადამიანის უფლებათა ცენტრის წარმომადგენელმა პატიმრის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობა ხათუნა კალმახელიძეს დააკისრა და მისი გათავისუფლება მოითხოვა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ბიძინა ივანიშვილს ძმებ კვანტრიშვილების მკვლელობაში ადანაშაულებენ (VIDEO)1
ამერიკელმა სპეცრაზმელმა ბენ ლადენის ლიკვიდაციაზე წიგნი დაწერა2
მეცნიერებმა შიდსის მსგავსი დაავადება აღმოაჩინეს3
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება4
დასუფთავების ახალი ტარიფი ძალაში შევიდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X