GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩახვაძე სუბელიანს მიმართავს წყალტუბოში ჩავიდეს
11:49 05.06.2012
დღის სიახლეები

ოპოზიციონერი დეპუტატი გურამ ჩახვაძე ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრს, კობა სუბელიანს მოუწოდებს ყოველგვარი პიარაქციის გარეშე, წყალტუბოში ჩავიდეს და დევნილთა სოციალურ პრობლემებს ადგილზე გაეცნოს.

როგორც პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე, ჩახვაძემ განაცხადა, წყალტუბოში მძიმე სოციალური ფონია და დევნილებს მინისტრთან კომუნიკაციის საშუალება არ აქვთ.

მისი თქმით, წყალტუბოს მოსახლეობას პრობლემები აქვს განსახლებასთან დაკავშირებით. კერძოდ, მოსახლეობას სხვა ქალაქებში გადასვლა არ სურს და მათი სურვილია – წყალტუბოში კორპუსები აშენდეს, სადაც იცხოვრებენ.

„წყალტუბოდან მოსახლეობა ფოთსა და ბათუმში გადაიყვანეს, მაგრამ არის ოჯახები, რომელთაც წასვლა არ სურთ, რადგან დევნილები იქ 20 წელია ცხოვრობენ და გარემოს შეეგუენ. ზოგს საფლავების დატოვება არ სურს და ის არ უნდა განმეორდეს, რაც სოხუმში მოხდა.  წყალტუბოში ახალი თაობა გაიზრდა, რომელთაც ლეგიტიმური უფლება აქვთ არსად  წავიდნენ“, – დასძინა დეპუტატმა.

ჩახვაძის ინფორმაციით, წყალტუბოში სასტუმრო „გეოლოგია“ და სანატორიუმი „მეგობრობა“, სადაც დევნილები ცხოვრობენ, ავარიულ მდგომარეობაშია და იქ ცხოვრება საფრთხეს წარმოადგენს.

„იქ ადამიანები არანორმალურ პირობებში ცხოვრობენ. მათ აქვთ პრობლემები დასაქმებასთან და უმუშევრობასთან დაკავშირებით. წყალტუბოს პერსპექტივიდან გამომდინარე კი, ეს ადამიანები იქ უნდა დარჩნენ და დასაქმდნენ“, – დასძინა ჩავხაძემ.

Internet.ge

 

 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თავდაცვის სამინისტროს ახალი სლოგანი აქვს1
დავით უსუფაშვილი: ახალი პარლამენტი სხდომის ჩასატარებლად მზად არის2
დავით სერგეენკო: სასწრაფო დახმარების მომსახურების თანხა პოლისში ჩაიდება3
ფანჯიკიძესა და ვაშაძეს შორის კონსულტაციები გრძელდება4
"საქართველოს ბანკი" დააყაჩაღეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X