GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
გამოცდების ეროვნულ ცენტრში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
14:47 05.06.2012
დღის სიახლეები

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი დიმიტრი შაშკინი სამინისტროს გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნობრივი ჯგუფების ექსპერტებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი 2012 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებული  საკითხების განხილვა იყო.

მინისტრის განცხადებით, სისტემა მზად არის გამოცდების შეუფერხებლად და მაღალ დონეზე ჩასატარებლად. საგამოცდო პროცესების ორგანიზებულად წარმართვისათვის სრული მზადყოფნა გამოთქვეს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელობამ და საგნობრივმა ექსპერტებმაც.

2012 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ტესტური დავალებები ინგლისში დაიბეჭდა. ტესტები მალე საქართველოში ჩამოვა და, უსაფრთხოების მიზნით, სპეციალურ საცავებში განათავსდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 28 ივნისს დაიწყება და 19 ივლისს დასრულდება. წელს აბიტურიენტები ოთხ სავალდებულო საგანს - ქართულ ენასა და ლიტერატურას, უცხოურ ენას (ინგლისური, ფრანგული, გერმანული ან რუსული), ზოგად უნარებსა და მეოთხე არჩევით საგანს ჩააბარებენ. არჩევით საგნებს შორისაა: ლიტერატურა, გეოგრაფია, ფიზიკა, მათემატიკა, ბიოლოგია, ქიმია, ისტორია.

2012 წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე  სიახლეები რამდენიმე მიმართულებით ხორციელდება: მეორადი ჩარიცხვები გაუქმდა და  შვიდის ნაცვლად, აბიტურიენტებს თავიდანვე ოცი სასურველი ფაკულტეტის არჩევის საშუალება ჰქონდათ, ამით  გამოცდების საბოლოო შედეგების გამოცხადება დაჩქარდება და ოქტომბრის ნაცვლად, აგვისტოს ბოლომდე გახდება ცნობილი.

წელს მეოთხე არჩევით საგნად უმაღლესმა სასწავლებლებმა მხოლოდ მაპროფილებელი სავალდებულო საგნები  დააწესეს. 10%-ით გაიზარდა მინიმალური კომპეტენციის ზღვარი სამედიცინო და იურიდიულ ფაკულტეტებზე. შესაბამისად, სამედიცინოზე და იურიდიულზე ჩაბარების მსურველებმა სამ საგანში 35%, ხოლო მეოთხეში, უცხო ენაში 30%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.

2012 წელს პირველად ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია აპლიკანტებმა მხოლოდ ინტერნეტით, სამინისტროს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე (www.naec.ge; online.naec.ge) გაიარეს.

 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: არჩევნებზე კარგი ორგანიზება, გამჭირვალობა და ბევრი დამკვირვებელი გვჭირდება1
РБК: თინა კანდელაკი, შესაძლოა, ივანიშვილის მთავრობის ვიცე-პრემიერი გახდეს2
პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურეებს საჩუქრად ბინები გადასცა3
ალავერდის ტაძრის რეაბილიტაცია სექტემბრის ბოლოს დასრულდება4
ეუთოს უმაღლესი კომისარი თიბილოვის გეგმებით შეშფოთებულია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X