GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ატესტატები იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის ტერიტორიულ სამსახურებში გაიცემა
12:53 07.06.2012
დღის სიახლეები

ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის  გაცემა იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში მოხდება.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, დღეს რუსთავის იუსტიციის სახლში ერთობლივი ბრიფინგი საქართველოს იუსტიციიის სამინისტროს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი გაბრიელაშვილმა და საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველმა მოადგილემ კოკა სეფერთელაძემ გამართეს. 

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, ზოგადი განათლების დამადასტურებელ სახელმწიფო დოკუმენტს განეკუთვნება სრული ზოგადი განათლების ატესტატი, საბაზო ზოგადი განათლების ატესტატი და ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატი.

სრული ზოგადი განათლების ატესტატს მიიღებს პირი, რომელიც 12 კლასს დაამთავრებს და  გამოსაშვებ გამოცდებს ჩააბარებს; საბაზო ზოგადი განათლების ატესტატს იღებს პირი, რომელიც  9 კლასს დაამთავრებს;

ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სერტიფიკატს მიიღებს პირი, რომელიც  12 კლასს დაამთავრებს, მაგრამ ვერ ჩააბარებს ან მონაწილეობას არ მიიღებს სკოლის გამოსაშვებ გამოცდებში.

იუსტიციის სახლები და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ტერიტორიული სამსახურები ატესტატებისა და სერტიფიკატების გაცემას   მონაცემთა ელექტრონული ბაზის საფუძველზე უზრუნველყოფენ.  მონაცემთა ელექტრონულ ბაზას განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს საინფორმაციო სისტემა შესაბამისი ინფორმაციის საფუძველზე ადგენს.

იუსტიციის სახლებსა და სამოქალაქო რეესტრის სააგენტოებში მოხდება ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის ფორმების დუბლიკატების გაცემაც.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ნატალია საბანაძე: ახლა ხდება სამივეს ერთად თავმოყრა და გადაწყვეტილების ტექსტზე შეჯერება.1
"კავკასიის ინტერნეტ მედია ჯგუფის" განცხადება მუქარის ფაქტების შესახებ2
შსს ახალაიასა და დალაქიშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს3
ვანო მერაბიშვილმა სართიჭალაში მარცვლეულის საშრობი მეურნეობა დაათვალიერა4
ტყვეობიდან გათავისუფლებულები აცხადებენ, რომ ისინი შეიარაღებულმა პირებმა მძევლად აიყვანეს (VIDEO)5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X