GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისია "სტერეო +"-ის დაჯარიმების მიზეზებს განმარტავს
13:13 07.06.2012
დღის სიახლეები

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია "სტერეო +"-ის დაჯარიმებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც “ინტერნეტ.ჯი” უცვლელად გთავზობთ:

"საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიააში გამართულ სხდომაზე შპს "სტერეო+"–ს გაფრთხილება მიეცა და ასევე, 5 ათასი ლარით დაჯარიმდა.

2012 წლის 4 ივნისს მასობრივი ინფორმაციების საშუალებებში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ შეიტყო, რომ შპს "მეცხრე არხმა" მაუწყებლობა ქ. თბილისში მეტრულ სიხშირეზე დაიწყო და დედაქალაქის მოსახლეობამ სატელევიზიო ანტენის საშუალებით არხის მიღება შეძლო. კომისიამ საკითხის შესასწავლად მონიტორინგი ჩაატარა.

მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ შპს "სტერეო+" თანამგზავრული მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი კომპანიის, "მეცხრე არხის" სიგნალის გავრცელებას უზრუნველყოფდა ე.წ "ღია ლინკის" საშუალებით, ღია ეთერში.

"სტერეო+" ამ მომსახურებას NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის ფარგლებში ახორციელებდა. საგულისხმოა, რომ NF13 ლიცენზიით გაცემული სიხშირული ზოლი "რადიოსიხშირული სპექტრის განაწილების ეროვნული გეგმით" გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის.

ამ რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებით მოსახლეობამდე სამაუწყებლო სიგნალის ე.წ. "ღია ლინკით" საჯარო გავრცელება წინააღმდეგობაში მოდის NF13 რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზიის სალიცენზიო პირობებთან, რასაც "სტერეო +" ახორციელებდა.

"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად აღნიშნული დარღვევისთვის პირველადი სანქცია წერილობითი გაფრთხილებაა.

მონიტორინგის შედეგად ასევე დადგინდა, რომ შპს "სტერეო+" შესაბამისი სავალდებულო ავტორიზაციის გარეშე ახორციელებდა საქმიანობას და გარკვეულ რადიოსიხშირულ სპექტრს კომისიის მიერ შესაბამისი მინიჭების ნებართვის ან ლიცენზიის გარეშე იყენებდა, რაც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1441 მუხლის დარღვევაა და 5 ათას ლარიან ჯარიმას ითვალისწინებს.

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია ხაზგასმით აღნიშნავს, რომ შპს "სტერეო+" კუთვნილი რადიოსიხშირული სპექტრით სარგებლობის ლიცენზია გათვალისწინებულია მოძრავი ან/და ფიქსირებული რადიოხაზებით მომსახურებისთვის და არა სიხშირული სპექტრის გამოყენებით საეთერო მაუწყებლობის უზრუნველყოფისთვის. ამ შემთხვევაში საერთოდ აზრს კარგავს "მაუწყებლობის შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული პროცედურა სიხშირული სპექტრის გამოყენებით სამაუწყებლო ლიცენზიის მოპოვებისთვის საჭირო საკონკურსო წესი.

ასევე, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას შპს "სტერეო+"–ისთვის არ აუკრძალავს NF13 ლიცენზიის გამოყენება. კომპანიას დაევალა საქმიანობის სალიცენზიო პირობების ფარგლებში მოქცევა", - ნთქვამია განცხადებაში.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აფხაზეთის ეკლესიაში დაპირისპირებაა1
ზურაბ წერეთლის სახელოსნოს ტიპოგრაფიაში პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა2
ნიკა რურუა: ლიხნის ტაძრის რეაბილიტაციის გადაწყვეტილება ეთნიკური წმენდის გაგრძელებაა3
ქალაქ ლაზიკას პროექტი4
რუსეთი „მისტრალებს“ ორ წელიწადში მიიღებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X