GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მაქინაციის დეტალებზე საუბრობს
13:44 08.06.2012
დღის სიახლეები

კონტროლის პალატა ბიძინა ივანიშვილის ფინანსური მაქინაციის დეტალებზე საუბრობს. მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ კოალიცია „ქართული ოცნების" ლიდერმა  ბოლო ერთი თვის განმავლობაში „ქართუ ბანკის“ მეშვვეობით 10 მილიონი ლარის სესხი გააკეთა საკუთარ ძმაზე - ალექსანდრე (ადიკო) ივანიშვილზე, რომლის საკუთრებაშია "გლობალ კონსალტინგ გრუპი“.

ივანიშვილმა თავის მხრივ აღნიშნული თანხით 107 ათასი ანტენა შემოიტანა საქართველოში, საბოლოო ჯამში კი  12 400 253 ლარის შემოწირულობა მოსახლეობისთვის იქნა დარიგებული, რასაც კონტროლის პალატა პოლიტიკური კოალიციის მიერ საარჩევნო და პოლიტიკური მიზნებისთვის, კანონსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტად აფასებს.

პალატაში ირწმუნებიან, რომ მათ ის მოქალაქეები გამოკითხეს, რომლებმაც აღნიშნული ანტენები მიიღეს. აღმოჩნდა, რომ კოალიციის წარმომადგენლები ამომრჩეველს ანტენის მომხმარებლებთან ფორმალურ კონრტაქტს დებდნენ და მათ ეუბნებოდნენ, რომ ანტენის მომსახურების საკომისიო თანხას, რომელიც თვეში 4 ლარს შეადგენს, არ გადაახდევინებდნენ.

როგორც მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, ივანიშვილის აღნიშნული ქმედება

"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ" ორგანული კანონით გათვალისწინებულ სამართალდარღვევაა.

ამასან, კონტროლის პალატა ივანიშვილის არასამართლებრივი ქმედების მეორე დეტალზეც საუბრობს, საქმე ეხება „ელიტა ბურჯის“ მიერ „გლობალ სერვისისთვის“ მიქირავებულ  239 ერთეულ სხვადასხვა კლასის ავტომანქანით შეღავათიანი მომსახურების ფაქტებს.

მონიტორინგის სამსახურში აცხადებენ, რომ მაშინ, როდესაც აღნიშნული ავტომობილების პაკეტი დღეში 150 დოლარს შეადგენს, „ელიტა ბურჯმა“  „გლობალ სერვისს“  239 ერთეული სხვადასხვა კლასის ავტომანქანა თვეში 600 ლარად მიაქირავა.

ცნობისთვის, კანონში შეტანილი ცვლილების თანახმად, მაშინ, როცა ამომრჩევლის წინასაარჩევნოდ მოსყიდვის მცდელობაში ერთ და იგივე ფიზიკური პირი რამდენჯერმეა შემჩნეული, მას არა ხუთმაგი, არამედ ათმაგი ჯარიმის გადახდა მოუწევს.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მოსამართლის გადაწყვეტილებით გია ცერცვაძე პატიმრობაში რჩება1
მატარებელმა კიდევ ერთი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა2
ზვიად ძიძიგური: ვფიქრობ, ნაციონალურმა მოძრაობამ მრავალტანჯული საქმიანობის შემდეგ დასასრულისკენ წაიყვანა თავისი საქმიანობა3
შესაძლოა ხვალ გია ცერცვაძე სასამართლოს პროცესიდან გაათავისუფლონ4
შავი ზღვის სანაპიროზე ძლიერი შტორმია მოსალოდნელი5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X