GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჭიაბერაშვილი: სამედიცინო მომსახურების გაუმჯობესება რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა
12:04 09.06.2012
დღის სიახლეები

დარგობრივი სამედიცინო ასოციაციებისთვის მკურნალობის სტანდარტების დანერგვის თაობაზე საგრანტო კონკურსი გამოცხადდა. აღნიშნული გადაწყვეტილება ჯანდაცვის მინისტრმა მიიღო.

ზურაბ ჭიაბერაშვილის განცხადებით, საქართველოში სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესება ჯანდაცვის მიმდინარე რეფორმის პრიორიტეტული მიმართულებაა.

როგორც ჭიაბერაშვილმა დღეს საკონკურსო კომისიის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა,  კონკურსში მონაწილეობა შეეძლება ნებისმიერ პროფესიულ ასოციაციას, რომელიც საგრანტო პროექტს წარადგენს.

სამინისტროს ინფორმაციით, საპროექტო წინადადებების წარდგენის ვადა 2012 წლის 1 ივლისს იწურება. საგრანტო პროექტების შემსწავლელ კომისიაში ჯანდაცვის სამინისტროს, სადაზღვევო კომპანიების, სხვადასხვა კლინიკისა და სადაზღვევო ჰოსპიტალური ქსელის წარმომადგენლები იმუშავებენ.

მინისტრის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ერთის მხრივ, უზრუნველყოფს სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებას, ხოლო მეორეს მხრივ, დაარეგულირებს ფინანსური ანგარიშსწორების საკითხს სადაზღვევო კომპანიასა და საავადმყოფოს შორის.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
აბრაამ მიხაილი: არავის ეგონოს, რომ ისრაელს ირანთან ომი სურს1
პოლიტიკური პარტიების შესახებ კანონში ფონდების საქმიანობასთან დაკავშირებული დეფინიცია დაკონკრეტდა2
პირველადი ჯანდაცვის განვითარებისათვის სამმხრივი მემორანდუმი გაფორმდა3
მიწისძვრა აზერბაიჯანსა და სომხეთშიც იგრძნეს4
ცესკოს პირველადი მონაცემები რაჭა-ლეჩხუმში5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X