GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
230 ტონა ვადაგასულ პესტიციდს საქართველოდან გაიტანენ
17:07 11.06.2012
დღის სიახლეები

მდგრადი ორგანული დამაბინძურებლების შესახებ მარნეულში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც გარემოს დაცვის მინისტრი გოგა ხაჩიძე და გაეროს ელჩის მოადგილე ინიტა პაულოვიჩა ესწრებოდნენ.  მათ ისაუბრეს 3,5 მილიონ დოლარიან პროექტზე, რომლის ფარგლებშიც, მარნეულის ტერიტორიზე არსებული 230 ტონა ვადაგასული პესტიციდები უცხოეთში გავა გადასამუშავებლად.

"ეს არის ერთ-ერთი მეტად პრაქტიკული და საჭირო პროექტი. პირველად ხდება, რომ 230 ტონა მდგრადი ორგანული დამაბინძურებლები ანუ იგივე ვადაგასული პესტიციდები გადის ევროპაში, სადაც გადამუშავდება. ამ შემთხვევაში ეს დამაბინძურებლები გავა მარნეულის ტერიტორიიდან. ცოტა ხნის წინ იყო აბსურდული აჟიოტაჟი, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა ვიღაცას სურს აქციოს ბირთვული ნარჩენების პოლიგონად. ეს არის სრული აბსურდი და დღევანდელი პროექტიც ამას ამტკიცებს, რომ ჩვენ გვინდა გავასუფთავოთ ჩვენი ქვეყანა ამ ორგანული დამაბინძურებლებისგან"- განაცხადა გოგა ხაჩიძემ.

პროექტის მიზანია პესტიციდების  მიერ გარემოზე და ადამიანის ჯანმრთელობაზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირება. ჩვენი პროექტი მზად არის, რომ უზრუნველყოს ტექნიკური დახმარება, რომ ეს ობიექტი გაიწმინდოს და მოხდეს ორგანული დამაბინძურებლების უსაფრთხო გატანა" - განაცხადა ინიტა პაულოვიჩამ. შეხვედრას სამთავრობო, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ

პროექტი გარემოს დაცვის სამინისტროს მიერ, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებით ხორციელდება.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილის შეფასებით, დევნილთა შეჭრის საკითხი რაღაც ჯგუფის მიერ ორგანიზებულს ჰგავს1
აღსრულების ბიურო შპს "ბურჯში" ახალი მესაკუთრისთვის ფართის გამოთავისუფლებას ახორციელებს2
90 წლის მამაკაცმა მსოფლიო რეკორდი დაამყარა (VIDEO)3
მიხეილ სააკაშვილი: მომავალ წლებში ყურძნის ჩაბარების პირობები კიდევ უფრო გაუმჯობესდება4
წნორში გაზის აფეთქებისას ცოლ-ქმარი დაიწვა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X