GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
09:30 12.06.2012
დღის სიახლეები
მიხეილ ცაგარელის ყოველკვირეული ასრტოლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის, 11 – 17 ივნისი.    

ვერძი: ნურავის გაუმხელთ სხვის საიდუმლოს, რათა არავის ატკინოთ გული. კარგი დროა დამატებითი ცოდნის მისაღებად, გამოცდილების გასაზიარებლად და კომერციული საქმიანობისათვის. ახლო ნათესავებსა და ახლობლებში დიდი ავტორიტეტით ისარგებლებთ. ბევრი ადამიანი მოგმართავთ თხოვნით, ან რჩევის მისაღებად. სასიყვარულო ურთიერთობა დამოკიდებული იქნება თქვენს ცვალებად სურვილებსა და განწყობაზე. მოგზაურობის შემთხვევაში ეცადეთ არ გარისკოთ და თავი აარიდეთ ექსტრემალურ გართობას.

კურო: იმოქმედეთ პრაქტიკულად და წინდახედულად. პირადი მიზნების მისაღწევად გამოიყენეთ თქვენი ცოდნა და მომხიბვლელობა.მრავალი ყოველდღიური საქმე ბევრ დროს წაგართმევთ. შესაძლოა მოუცლელობის გამო უარი თქვათ მეგობრულ თავყრილობებსა და ქალაქგარეთ გამგზავრებაზე. დროის სწორად დაგეგმარება მისი რაციონალურად და მომგებიანად გამოყენების საწინდარი იქნება. ხარჯი დაუკავშირდება სახლს, ოჯახსა და მშობლებს. სასიყვარულო ურთიერთობაში მოგიწევთ რთული გადაწყვეტილების მიღება.

ტყუპები: საკმაოდ დატვირთული და არაერთგვაროვანი პერიოდია. წარმატება ელის შემოქმედებით მუშაობას. ფანტაზიების განხორციელება გაგიჭირდებათ, რადგან არ გეყოფათ საკმარისი ცოდნა, დრო ან ენერგია. უხასიათობა და ყოყმანი გაგირთულებთ დამოკიდებულებას კოლეგებთან და ოჯახის წევრებთან. განწყობას გაგიუმჯობესებთ საინტერესო შეხვედრები და ახალი შთაბეჭდილებები. თუ საქმეები მოგცემთ საშუალებას, აიღეთ შვებულება და გაემგზავრეთ დასასვენებლად ქალაქგარეთ, თუნდაც რამდენიმე დღით. 

კირჩხიბი: კრიზისულ სიტუაციებს ადვილად გაართმევთ თავს. არ გაგიჭირდებათ სწრაფი და რადიკალური გადაწყვეტილებების მიღება. ფინანსური მდგომარეობის გასამყარებლად საჭიროა გავლენიან ადამიანებთან დაახლოვება. გაგიადვილდებათ საკამათო საქმეებში გარკვევა და წარმატების მიღწევა. ენერგობალანსი დაქვეითებულია, რაც ტრავმატულობის ალბათობას ზრდის. მოერიდეთ რისკს, ბევრ ხალხთან ურთიერთობას. ძველი სასიყვარულო პრობლემები შეგახსენებთ თავს, რაც მეუღლესთან ან საყვარელ ადამიანთან პრობლემის მიზეზი გახდება.

ლომი: ადვილად მოახდენთ გავლენას გარშემომყოფებზე და მოგეცემათ საშუალება ჯგუფურად იმუშავოთ თქვენი იდეების განხორციელებაზე. თუ შეიმუშავებთ ზუსტ გეგმას, არ გაგიჭირდებთ მოქმედება. მხარდაჭერას მიიღებთ ოჯახის წევრებისგან, საყვარელი ადამიანისა და ბავშვებისგანაც. თავი შეიკავეთ დიდი შენაძენებისგან. მოგზაურობისას სიფრთხილე გამოიჩინეთ უცნობი ადამიანების მიმართ. ახალი სასიყვარულო ურთიერთობა სასიამოვნო იქნება, მაგრამ მალე დასრულდება. 

ქალწული: საერთო ინტერესების მქონე ადამიანებთან ურთიერთობა დადებითად იმოქმედებს თქვენს განწყობაზე და აქტიური მოქმედების სტიმული გახდება. რაც უნდა დაკავებული იყოთ საკუთარი საქმეებით, გამონახეთ დრო და საშუალება ოჯახის უფროსი წევრებისთვის დახმარების გასაწევად. შესაძლოა მოგიწიოთ ბინის კეთილმოწყობა ან წვრილმანი რემონტის საკუთარი ხელით გაკეთება. ახალი სასიყვარულო გრძნობა ღრმა იქნება, თუმცა ემოციების თქვენებურად გამოვლენის საშუალება ჯერ არ მოგეცემათ.

სასწორი: ახალი ცხოვრებისეული მიზნებისა და გეგმების დასახვისას ეცადეთ გაითვალისწინოთ საზოგადოებრივი აზრი და მოთხოვნილებები. მშობლებსა და ოჯახზე ზრუნვა ბევრ დროს მოითხოვს. მეუღლესთან უსიამოვნების შემთხვევაში კი დაირღვევა ურთიერთგაგება და კეთილი დამოკიდებულების შესანარჩუნებლად გარკვეულ დათმობებზე მოგიწევთ წასვლა. შესაძლოა მოგიწიოთ უცხოეთში ან სხვა ქალაქში მოვლინებით გამგზავრება, სადაც უმეტეს დროს თქვენი საქმიანობის რეკლამირებით იქნებით დაკავებული.  

ღრიანკალი: საქმეში მოერიდეთ სხვისი ფულის გამოყენებასა და კრედიტების აღებას. მეტი დრო დაუთმეთ ურთიერთობებსა და ახალი ინფორმაციის მიღებას. კარგია კვალიფიკაციის ამაღლებაც. სასიყვარულო ურთიერთობაში შეიძლება გაგიცრუვდეთ იმედები, მაგრამ ამას არავის გაუმხელთ და შეეცდებით არავინ შენიშნოს თქვენი განცდა. შესაძლოა ბავშვების სწავლისა და ურთიერთობების საკითხების მოგვარებაც დაგჭირდეთ. შორეული მოგზაურობა არა მარტო დასვენების საშუალება იქნება, არამედ ახალი და სასიკეთო ნაცნობობისაც. 

მშვილდოსანი: ახლობლებისა და კოლეგების მხარდაჭერისა და შექების გარეშე თავს არაკომფორტულად იგძნობთ. მეტ მნიშვნელობას მიანიჭებთ მეუღლესთან, საყვარელ ადამიანთან ან საქმიან პარტნიორთან ახლო ურთიერთობას. ბევრ დროს გაატარებთ გადაადგილებებში, ხალხთან შეხვედრებსა და ურთიერთობაში. სასიყვარულო პარტნიორთან ან მეუღლესთან ურთიერთობაში ნუ დაიტოვებთ კითხვებს და ყველა გაუგებრობა დროულად მოაგვარეთ. 

თხის რქა: ერთდროულად მოგიწევთ ფიქრი, როგორც სამსახურსა და საქმეებზე, ასევე სახლსა და პირად ჯანმრთელობაზეც. კოლეგებთან კორექტული იყევით, რათა არ გახდეთ მოტყუების, ინტრიგებისა და ჭორების მსხვერპლი. ხშირად დაისვენეთ, რათა არ მისცეთ ორგანიზმს გადაღლისა და ავადმყოფობის საშუალება. თუ სამუშაო ამის საშუალებას მოგცემთ, კარგი იქნება დასასვენებლად გამგზავრებაც, მაგრამ ზედმეტად ბევრი ფულის უყაირათოდ ხარჯვას ერიდეთ. საყვარელ ადამიანთან ხშირად და ბევრი იკონტაქტეთ, გაცვალეთ ინფორმაცია და დაიმუხტეთ დადებითად. 

მერწყული: ფინანსურ საკითხებში გაუგებრობები ან სამსახურეობრივი მოვალეობები არ მოგცემთ დასასვენებლად გამგზავრების საშუალებას, რაც საყვარელი ადამიანის, ან მეუღლის უკმაყოფილებას გამოიწვევს, მაგრამ სასიკეთოდ აისახება კარიერაზე. შედეგად, მომავალში შეიძლება დაგაწინაურონ კიდეც. უცხოელებთან ურთიერთობისას განსაკუთრებული სიფრთხილე გმართებთ, რათა თავი აარიდოთ კონფლიქტებს. მოვლინებაში კი შეიძლება რომანტიული ურთიერთობა დაამყაროთ, რომელიც სწრაფადვე დასრულდება. 

თევზები: ცხოვრებისა და მოვლენების რეალური შეფასება დაგეხმარებათ შინაგანი კრიზისის დაძლევაში. გაიზრდება ბავშვებთან, მშობლებთან და სახლთან დაკავშირებული პრობლემებისა და საქმეების რაოდენობა. უძრავი ქონება შეიძლება გახდეს მეუღლესთან ან საქმიან პარტნიორებთან დავის საკითხი. მეგობრებთან ხშირი შეხვედრები და გადაადგილებები დაგიბრუნებთ ჩვეულ ხალისსა და ენერგიას. მიუხედავად ამისა, ეცადეთ არ გადაიღალოთ და არ მოგაკლდეთ სრულფასოვანი ძილი და დასვენება. 


internet.ge
ოცნების გეგმა: თბილისის მერი - კალაძე, საქართველოს პრეზიდენტი - ღარიბაშვილი, "პენსიაზე" - კვირიკაშვილი
ლევან ყარამანიშვილი: მზად ვართ, კოლექტივს გადავცეთ 51% ტელეკომპანია „საქართველოში“, რომელიც არის რუსთავი 2-ის 51%-ის მესაკუთრე
"პატრიარქმა მთხოვა, არ დამეტოვებინა თანამდებობა, შევხვდი რამდენიმე დღის წინ... ვისაუბრეთ"
ლარი ისევ გაუფასურდა
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
‘’რუსთავი 2": კახა კალაძე მილანში ქართველ კანონიერ ქურდებს შეხვდა1
ფოტორეპორტაჟი: განახლებული რაბათის ციხე2
ფოტორეპორტაჟი: მიხეილ სააკაშვილის კარ-მიდამო ყვარელში3
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს4
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X