GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"თბილისის მიკროავტობუსში" რადიოსიგნალის ჩართვის გამო 100-ლარიანი ჯარიმის დაწესებას არ ადასტურებენ
17:56 12.06.2012
დღის სიახლეები

კომპანია "თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელის გიგლა ჯაბიშვილის განცხადებით, მიკროავტობუსებში რადიოსიგნალების გათიშვა ბიზნესგადაწყვეტილება იყო და მას პოლიტიკასთან კავშირი არ აქვს.

მისივე თქმით, გავრცელებული ინფორმაცია რადიოსიგნალის ჩართვის გამო მძღოლებისთვის 100-ლარიანი ჯარიმის დაწესების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება.

"თბილისის მიკროავტობუსის" ხელმძღვანელი ასევე არ ეთანხმება განცხადებას, რომლის თანახმად,  რადიო არხების გათიშვით მგზავრების კონსტიტუციური უფლება ირღვევა და ისინი ინფორმაციას ვერ იღებენ.

"ჩვენი პირველადი ვალდებულება მგზავრების გადაყვანაა და  მათთვის რადიოს მოსმენის უზრუნველყოფა. შესაბამისად, კომპანიამ გადაწყვიტა, რომ ბიზნესის ფუნქციონირებისთვის მნიშვნელოვანი იყო მონიტორების დამონტაჟება და სარეკლამო რგოლების გაშვება. ჩვენ ამით არც ვალდებულება დაგვირღვევია და მათი არანაირი უფლება არ შეგვილახავს", –აღნიშნა კომპანიის ხელმძღვანელმა.

ჯაბიშვილის თქმით, ყველა მობილურ ტელეფონებშია რადიო სიხშირეები და მგზავრები სურვილის შემთხვევაში, რადიოს ყურსასმენებით მოუსმენენ.

შეგახსენებთ, რომ დღეს გამართულ ბრიფინგზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილემ, "ქრისტიან-დემოკრატმა" ჯაბა სამუშიამ მიკროავტობუსებში რადიოსიგნალის აკრძალვას ანტიკონსტიტუციური გადაწყვეტილება უწოდა და განაცხადა, რომ მძღოლები რადიოს თვითნებურად ჩართვის შემთხვევაში 100 ლარით დაჯარიმდებიან.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
სკანდალურმა საგაზეთო პუბლიკაციამ გამოცემის რედაქტორი შეიწირა1
იდუმალ მტაცებელ ცხოველზე ნადირობაა გამოცხადებული2
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მოქალაქეები ფასდაკლებით ისარგებლებენ3
„საქართველოს ბანკი“: “ოლიმპიური ვარსკვლავი” გამოყოფილ თანხებს არამიზნობრივად ხარჯავდა4
დავით ბაქრაძე ხონს ესტუმრება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X