GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
9 ათას ქართველს რუსეთიდან დეპორტაცია ემუქრება
12:19 13.06.2012
დღის სიახლეები

რუსეთის მიგრაციის ფედერალური სამსახური აცხადებს, რომ აპირებს სასამართლოს გადასცეს საქართველოს 9 ათასი მოქალაქის საქმე, რომლებიც რუსეთის ტერიტორიაზე დაშვებულ ვადაზე მეტ ხანს იმყოფებიან.

„რუსეთის ტერიტორიაზე საქართველოს 9 ათასზე მეტი მოქალაქე იმყოფება 90 დღეზე მეტხანს, რაც კანონითაა დაშვებული. ჩვენ მათ მოვძებნით და გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს“ - განაცხადა მიგრაციის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელმა კონსტანტინ რომოდანოსვკიმ.

ამასთან, „ინტერფაქსის“ ცნობით, რომოდანოვსკი აბსოლუტურად კანონიერს უწოდებს საქართველოს მოქალაქეების დეპორტაციას 2006 წელს, რის გამოც დღეს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლო საქართველოს სარჩელს განიხილავს.

„საქართველოს ყველა მოქალაქე სამშობლოში სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე გაიგზავნა. ეს არ არის სასამართლოს (სტრასბურგის) პირველი და უკანასკნელი სხდომა. თუ მოქალაქეები არღვევენ რომელიმე ქვეყანაში ყოფნის რეჟიმს და მერე მიდიან სამშობლოში, ამაში საშინელი არაფერია. ეს არც ისე მკაცრი სასჯელია“ - განაცხადა რუსმა ჩინოვნიკმა.

როგორც ცნობილია, 2006 წელს, რუსეთის მიერ ქართველების დევნა და მასობრივი დეპორტაცია მოსკოვის მხრიდან საქართველოზე ზეწოლის მცდელობა იყო. დეპორტაციის დროს დაირღვა ყველანაირი ცივილური და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმა. დაკავება-დეპორტაციის ველური მეთოდების გამო დაიღუპნენ ადამიანები. ამასთან, დეპორტირებულთა უმრავლესობას საბუთები წესრიგში ჰქონდა და ლეგალურად იმყოფებოდა რუსეთის ტერიტორიაზე.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
საიას საქალაქო სასამართლოს წინააღმდეგ სარჩელი შეაქვს1
სათვალთვალო კამერამ სასიკვდილო ინციდენტი დააფიქსირა (VIDEO)2
ოლიმპიელი სპორტსმენების ფულადი ჯილდოების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება3
ინგოროყვას კლინიკაში ინტოქსიკაციის დიაგნოზით სამაშველო სამსახურის თანამშრომლები მოათავსეს4
სირიის სამხედრო თვითმფრინავები თურქეთის საზღვარს მიუახლოვდნენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X