GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ნინი ბადურაშვილი „ლონდონი 2012“-ზე პარაოლიმპიელების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება
12:29 14.06.2012
დღის სიახლეები

დღეს, 15:00 სთ-ზე კომპანია “ბრავო რექორდსის” ოფისში “ლონდონი 2012”-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი პროქტის პრეზენტაცია გაიმართება. აღნიშნულ საკითხზე „ბრავო რექორდსის“, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის წარმომადგენლები ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ.

სამინისტროს პრესამსახურის ცნობით, მსგავსი პროექტი საქართველოში ჯერ არ განხორციელებულა. მისი მიზანია ქართველი პარაოლიმპიელების, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების მხარდაჭერა და მოტივირება, პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში, მათი სპორტით დაინტერესება და პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩაბმა, ასევე, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელის შეწყობა.

2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს დელეგაცია, სავარაუდოდ, ორი ათლეტით - შოთა ომარაშვილი (ძალოსნობა) და ნიკა თვაური (ცურვა) - წარდგება.

პროექტის ავტორების ინიციატივით, ახალგაზრდების დამოკიდებულებიდან გამომდინარე, პარაოლიმპიურ მოძრაობაში ნინი ბადურაშვილის ჩართვა გადაწყდა. ქართველი მომღერალი 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური ნაკრების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება.

აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, ნინი ბადურაშვილმა პარაოლიმპიელების მხარდასაჭერი სიმღერა ჩაწერა, რომელზეც ვიდეოკლიპსაც გადაიღებენ. კლიპში ასახული იქნება ქართველი და  მსოფლიო პარაოლიმპიელი ათლეტების  მიღწევები, გამოყენებული იქნება დოკუმენტური კადრები და ფოტომასალა.

სიმღერის პრემიერა „პარაფესტივალის“ დახურვის ცერემონიალზე შედგება, რომელიც ივლისში თბილისში ჩატარდება. კლიპს კი აგვისტოს დასაწყისში, პარაოლიმპიელებისთვის შექმნილი სპორტული ბაზის გახსნაზე წარადგენენ. ეს სიმღერა ასევე შესრულდება ლონდონში პარაოლიმპიურ სოფელში, საქართველოს ეროვნული დროშის აწევის ცერემონიალზე.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ კახეთში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა1
ვილფრედ მარტენსი: ნება მოგვეცით არასდროს დავივიწყოთ ვარდების რევოლუცია საქართველოში!2
გიორგი ბარამიძე სამუშაო ვიზიტით მოლდოვაში გაემგზავრა3
მანანა არჩვაძე-გამსახურდია: ივანიშვილის განცხადებაზე კარგად ვიხალისე4
ჭიაბერაშვილი სადაზღვეო კომპანია „აი სი ჯგუფში“ იმყოფებოდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X