GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
რუსთავის იუსტიციის სახლმა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს უმასპინძლა
17:30 14.06.2012
დღის სიახლეები

რუსთავის იუსტიციის სახლი ერთი წლისაა, 14 ივნისს, საკუთარ იუბილეს უწყებამ  შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე პირებს უმასპინძლა. სპეციალურად მათთვის იუსტიციის სახლში ტური მოეწყო, რომლის დროსაც სტუმრებმა მომსახურების სივრცეები დაათვალიერეს და სერვისცენტრის მუშაობის სპეციფიკას დააკვირდნენ.

შეხვედრის ბოლოს იუსტიციის სახლის თანამშრომლებმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს საჩუქრები გადასცეს.

ღონისძიება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეს მიეძღვნა. იუსტიციის სამინისტრო, საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობს, მზურნველობა გამოიჩინოს განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირთა მიმართ. სპეციალურად მათთვის, სამინისტროს სამასხურებში ფუნქციონირებს დასაქმების პროგრამა, რომლის ფარგლებშიც უკვე მუშაობს 40-ზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი.

სამინისტროს ინფორმაციით, ისუტიციის სახლებისა და სამინისტროს ადმინისტრაციული შენობა მაქსიმალურადაა მორგებული მათ საჭირობებს, გადაადგილება, სერვისის მიღება და მუშაობა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს დამოუკიდებლად შეუძლიათ. იმ ოფისებში კი, სადაც ინფრასტქრუქტურა ჯერ  კიდევ არ არის საამისოდ გამართული, მოქმედებს დისტანციური ან ონლაინ მომსახურების პროგრამები.

შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა დასახმარებლად წელს, სააღდმომოდ, იუსტიციის სამინისტრომ შარდენზე გრადიოზული საქველმოქმედო კონცერტიც გამართა. კოალიციის „ინვალიდი ბავშვი, ოჯახი, საზოგადოება" მხარდასაჭერად იუსტიციის სამინისტროს თანამშრომლებთან ერთად ქართული ესტრადის ვარსკვლავები, მსახიობები და  საბავშვო სტუდია „ენკი-ბენკი" გაერთიანდნენ. საქველმოქმედო კონცერტსა და გამოფენა-გაყიდვაზე შემოსული თანხით კოალიციის  სასათბურე მეურნეობაში გათბობის სისტემა დამონტაჟდება.

იუსტიციის სახლის გარდა, 14 ივნისი წელს იუსტიციის სამინისტროშიც აღინიშნა. მოეწყო უწყებაში დასაქმებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სამუშაო დღის ამსახველი ფოტოგამოფენა - „შესაძლებლობები შეუზღუდავია".

Internet.ge

 

„კასტელის“ კრიზისი - რატომ და რამდენად მოიშორა თემურ ჭყონიამ პრობლემური კომპანია?
ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის შესახებ საქალაქო სასამართლო განცხადებას ავრცელებს
ირაკლი სესიაშვილი: „იგლაზე“ საუბარი არასერიოზულია
ლონდონში განხორციელებულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ISIS-მა აიღო
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილი კოალიციის ოფიციალურ ვებ-გვერდზე ახალგაზრდობის სურათებს აქვეყნებს1
ფოტორეპორტაჟი: თბილისის იუსტიციის სახლი2
“მის საქართველო 2012”-ის მოდელების ფოტოსესია დინამოს საწვრთნელ ბაზაზე3
ფოტორეპორტაჟი: ამერიკელი სენატორები რთველში4
ფოტორეპორტაჟი საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრიდან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge  
Your Like on Facebook X