GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ჩადენილი მკვლელობისთვის დავით რუსიშვილს სასჯელის ზომას განუსაზღვრავენ
09:09 15.06.2012
დღის სიახლეები
დღეს ნაფიცი მსაჯულები მონაწილეობას მიიღებენ სასჯელის დანიშვნის სხდომაში, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში 11:00 საათზე გაიმართება.

ნაფიც მსაჯულთა განსჯადი მესამე სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა თბილისის საქალაქო სასამართლოში გუშინ დასრულდა. თორმეტმა ნაფიცმა მსაჯულმა მიიღო გამამტყუნებელი ვერდიქტი და ბრალდებული დავით რუსიშვილი დამნაშავედ სცნო 2011 წლის 17 ოქტომბერს, ზურაბ ტარყაშვილის დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილ განზრახ მკვლელობასა და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარებაში.

აღნიშნულ ბრალდებაზე გამამტყუნებელი ვერდიქტი მიღებული იქნა 9 ხმით, 3-ის წინააღმდეგ. ნაფიცმა მსაჯულებმა გამამართლებელი ვერდიქტი  მიიღეს  ბრალდებულ დავით რუსიშვილის მიმართ საბრძოლო მასალის და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო  შეძენა და შენახვის ბრალდებაში.

მოცემულ საქმეზე, ნაფიც მსაჯულთა მონაწილეობით ჩატარდა 8 სასამართლო სხდომა, თავად ბრალდებულმა მისთვის კანონით მინიჭებული დუმილის უფლება გამოიყენა.

საქმის არსებითი განხილვისას, ღია სასამართლო სხდომაზე დაიკითხა 20  მოწმე, ასევე მხარეთა მიერ გამოკვლეული იქნა საქმეში არსებული წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის შემთხვევის ადგილიდან ამოღებული და მკვლელობის ჩასადენად გამოყენებული ცეცხლსასროლი იარაღები.

შეგახსენებთ, რომ გასულ წელს, ნარკოტიკული დანაშაულისთვის პირობითი მსჯავრის მქონე 53 წლის ივერი გოგბერაშვილი, ამავე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პრობაციონერს - 19 წლის გიორგი რუსიშვილს და ყაჩაღობისთვის გასამართლებულ 23 წლის ირაკლი აგლაძეს დაუკავშირდა და წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფურად, განახორციელეს ზურა ტარყაშვილის მკვლელობა, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რა დროსაც უამრავი ადამიანი მოძრაობდა.

ზურა ტარყაშვილს, ივერი გოგბერაშვილმა, ირაკლი აგლაძემ, დავით რუსიშვილმა და რამდენიმე პირმა, რომელთა ვინაობაც ჯერჯერობით არ ხმაურდება, ცეცხლი ერთდროულად გაუხსნეს. მას 11 ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის სამი საკონტროლო გასროლა თავის არეში. 

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
რატომ ითხოვს ჩვენების გასაჯაროვებას, მამა გიორგის ადვოკატი?
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ივანიშვილს ბაჩო ახალაიასა და გიორგი კალანდაძის საქმე პირად კონტროლზე აჰყავს1
გოგა ხაჩიძე: ოეე! შ.ს.ს! ოეე! მთავრობა! რას ელოდებით?!...2
ლანჩხუთელები აჭარიდან ჩასახლებული მუსულმანების მიერ სამლოცველო გახსნას აპროტესტებენ3
კომპანია ACT-იმ ახალი მინისტრების რეიტინგები გამოაქვეყნა4
პარლამენტში კოალიცია "ქართულ ოცნებას" - 85 მანდატი, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" კი - 65 ექნება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: info@internet.ge
 
Your Like on Facebook X